ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც საქართველოს შრომის ინსპექციას აქვს დამუშავებული, მხოლოდ გასულ წელს სამუშაო ადგილებზე 330 დასაქმებული დაშავდა, 35 პირი კი გარდაიცვალა. სამუშაო სივრცეებში მომხდარი უბედური შემთხვევებიდან კი 3 მასობრივი უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორ არის დაცული ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება, როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოებას სამუშაო ადგილებზე – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორმა, სალომე შუბლაძემ ისაუბრა.