მთავარიევროპაუკრაინარუსების სარაკეტო თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსების სარაკეტო თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიში. შეშფოთებას გამოხატავენ ნატოს მოკავშირეებიც და მომხდარს ბარბაროსულ ქმედებად აფასებენ. ბოლო თვეებში რუსების მიერ  ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაიჭრა 32 მოქალაქე.

კოსტიანტინივკის ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის გამო ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. ფიქრობენ, რომ გაუმართლათ, ცოცხლები რომ გადარჩნენ.

თავდასხმა კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტისას მოხდა. ენტონი ბლინკენი  შეხვდა უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. უახლესი ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს 175 მილიონ დოლარს იარაღისთვის და ასევე გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს „აბრამსის“ ტანკებისთვის.

,,შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და რომელიც ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ კვლავ უკრაინის გვერდით ვიდგებით. დღეს ვაცხადებთ ახალი დახმარების შესახებ, რომლიც ჩვენი საერთო ძალისხმევით  1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს”,  – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახლემწიფო მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი – Copyright AP

 

თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც დაგმო რუსების სარაკეტო თავდასხმა და განაცხადა, რომ მსოფლიოს კონსოლიდაცია რუსეთის ტერორის წინააღმდეგ ხელს უწყობს ადამიანების გადარჩენას.

ამასთან, გუშინ საღამოს დასრულდა სამძბერო-სამშველო სამუშაოები კოსტიანტინივკის სავაჭრო ცენტრში. სარაკეტო თავდასხმას გმობს ევროკავშირიც.  ისინი აცხადებენ, რომ დამნაშავე პირები აუცილებლად დაისჯებიან.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend