მთავარიმსოფლიოევროპა"როლინგ სტოუნზის" ახალი ალბომი

“როლინგ სტოუნზის” ახალი ალბომი

ლონდონში, ლეგენდარულ ბრიტანულ როკჯგუფ “როლინგ სტოუნზს”, გარეთ უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. 18 წლის შემდეგ მათ ახალი ალბომი გამოუშვეს და მისი პრეზენტაცია გამართეს. ალბომში 12 სიმღერა შევიდა, რომელშიც ჯგუფის წევრებთან ერთად  მსოფლიოში ცნობილი მომღერლები, მათ შორის სტივი უანდერი და ლედი გაგა მონაწილეობენ სიმღერები ძირითადად არის სიყვარულზე, ბრაზსა და სინანულზე.  ალბომში შევიდა 2 სიმღერა, რომელშიც როლინგ სთოუნზის დრამერი ჩარლი უოთსიც მონაწილეობს, ის 2021 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ, ჩარლი უოთსი, დრამერმა სტივ ჯორდანმა შეცვალა. ახალი ალბომის პრეზენტაციასთან ერთად ასევე შედგა მათი მთავარი სიმღერის Angry -ს კლიპის პრეზენტაცია, რომელშიც 25 წლის მსახიობი სიდნი სუინი მონაწილეობს,  რომელიც მთავარ როლებს ასრულებს ცნობილ ფილმებში „ეიფორიასა“ და „ თეთრ ლოტუსში“.

„ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდხანს ველოდით ამ დღეს. ალბომი თებერვალში უკვე სრულყოფილი იყო.  ჩვენ ძალიან დიდ ხანს ველოდით, სანამ ყველა სიმღერას შევკრებდით და გამოვუშვებდით ალბომს. სწორედ ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ“,- ამბობს მიკ ჯაგერი, ჯგუფის ვოკალისტი.

„ მინდა, რომ ყველას ჰქონდეს ჩვენი ალბომი. არ შემიძლია სხვა რამეზე ფიქრი, იცით, ძნელია ალბომზე საუბარი მაშინ, როდესაც ადამიანებს ჯერ არ აქვთ მოსმენილი, ალბომში არსებული მუსიკა“,- განაცხადა რონი ვუდსმა, გიტარისტმა.

„ ხანდახან რაღაც უბრალოდ ხდება. ვფიქრობ, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ მუსიკალურ ტურნეში ვიყავით და მიკს იდეები ჰქონდა, მან გვითხრა „მოვიდა დრო, თუ ვაპირებთ ამის გაკეთებას, ახლავე უნდა შევუდგეთ საქმეს“,- ამბობს კით რიჩარდსი, გიტარისტი. 

ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი “როლინგ სტოუნზი”, 1962 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა.  წინა წელს კი მათ მუსიკალური ტურნე ჰქონდათ ევროპაში, რომელიც ჯგუფის არსებობის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. “როლინგ სთოუნზის” წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად მათი ასაკისა, ჯგუფი გააგრძელებს მოღვაწეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend