მთავარისაქართველოჯოზეპ ბორელი საქართველოშია

ჯოზეპ ბორელი საქართველოშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეპ ბორელი საქართველოშია.

ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

19:30 საათზე, ჯოზეპ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე ჯოზეპ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეპ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend