მთავარიევროპასომხეთისომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მანევრები ორშაბათს დაიწყება და ის საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის დანაყოფების მომზადებას ემსახურება.

ეს განცხადება მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების დაძაბვას ემთხვევა. როგორც ცნობილია, სომხეთმა მოსკოვის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან ელჩი გამოიწვია. ამასთან, ქვეყანა არ მონაწილეობს ამ ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, რომელიც ბელარუსში იმართება.

სომხეთსა და რუსეთს შორის დაძაბულია დიპლომატიური ურთიერთობებიც. 3 სექტემბერს სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გამოცემა „ლა რესპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა ვერ უზრუნველყო სომხეთის უსაფრთხოება აზერბაიჯანთან ომში. ფაშინიანმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ სომხეთში ფიქრობენ, რუსეთი სამხრეთ კავკასიას ტოვებს.

                                                                                       სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი – Copyright AP

ამ განცხადებას მალევე უპასუხეს მოსკოვში. თემაზე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა: “რუსეთი ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილია, სადაც ასრულებს თანმიმდევრულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს სიტუაციის სტაბილიზაციაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ როლის შესრულებას“.

ასევე, ამ ყველაფრის ფონზე ცნობილი გახდა, რომ დღეს, სომხეთის პირველი ლედი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში პირველად ჩავა. ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სომხეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას პირველად უგზავნის.

მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის მეორე ომის შემდეგ დაიძაბა. მაშინ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის შუამავლობით დასრულდა და გადაწყდა, რომ რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანს გააკონტროლებდნენ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

“ევრონიუსი“ რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა შეხვედროდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებს, რომელთა ქვეყნებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონფლიქტში არიან ჩართული. ინტერვიუ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

უკვე 9 თვეა, გზა ბლოკირებულია, რის გამოც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. სომხეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ რუსი სამშვიდობოები საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend