განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში საერთაშორისო ვორქშოფი ეწყობა. მთავარი თემაა მარილები და გარემო პირობების კვლევა-მონიტორინგი, რომელიც საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციის დარგის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, მარიამ საღარაძემ ისაუბრა.