რუსულ საბრძოლო ვერტმფრენებს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა უკრაინაში ფრონტის ხაზზე. თუმცა საჰაერო ძალების ყველა წარმომადგენელს არ მოსწონს ის, რაც იქ ხდება. ერთ-ერთი მფრინავი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენით უკრაინაში გაიქცა, მიზეზებს განმარტავს. იგი უკრაინაში ჟურნალისტებს ესაუბრა.
რუსი სამხედრო მფრინავი მაქსიმ კუზმინოვი აცნობიერებდა, რაც უკრაინაში ხდებოდა. მისი აზრით, ეს იყო ომის დანაშაული, რომელშიც არ სურდა მონაწილეობა. როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში თვითმფრინავიც ჰყავდა, ჰქონდა შედარებით კარგი ხელფასი, ორი ბინა, მალე პენსიაც დაენიშნებოდა. მას იქ ბევრი რამ აკავებდა, თუმცა ამას მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მისთვის უმთავრესი ის იყო, რომ მონაწილეობა არ მიეღო ამ დანაშაულში. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრის ბედი ჯერჯერობით უცნობია.