მთავარისაქართველოანაკლიის პორტისადმი ინტერესზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ოფიციალურად პირველად ისაუბრა

ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ოფიციალურად პირველად ისაუბრა

ჭოუ ციენი - "თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა თუ სხვა პროექტებში“.

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ანაკლიის პორტისადმი ჩინეთის ინტერესზე საუბრობს. მისი თქმით, თუ კარგი პირობები იქნება, ჩინური კომპანიები დაინტერესდებიან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩაერთონ. ეს განცხადება ელჩმა დღეს გამართულ ფორუმში მონაწილეობის დროს, მედიის წარმომადგენლებთან, გააკეთა. ფორუმის მონაწილეები დღეს თბილისში 6 საათის განმავლობაში საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს განიხილავდნენ.

ანაკლიის პორტისადმი ინტერესზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ოფიციალურად დღეს პირველად ისაუბრა. ჭოუ ციენის თქმით, ჩინური კომპანიები „სარტყელი და გზის“ მთელ გაყოლებაზე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდებიან. კონკრეტულად საქართველოზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის აღიარებდა და მხარს უჭერდა.

„ზოგადად, ჩინური კომპანიები და ჩინური საწარმოები დაინტერესებულნი იქნებიან „სარტყელი და გზის” მთელ გაყოლებაზე, “შუა დერეფანში”, ინფრასტრუქტურული პროექტებით. ასე რომ, თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა თუ სხვა პროექტებში,“ – ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი საქართველოში.

სწორედ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობის დოკუმენტზე ისაუბრეს დღეს, 6 სექტემბერს, თბილისში, ფორუმის სახელწოდებით „სარტყელი და გზის 10 წლის იუბილე“ მონაწილეებმა.

ფორუმი დილის 9 საათზე დაიწყო და შუადღის 3 საათამდე გრძელდებოდა. 6 საათის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს უერთიერთობებზე საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ექსპერტები.

ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ინფრასტრუქტურა თუ სხვა და თქვეს, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც ჩინეთის, ასევე, საქართველოს ზრდასა და განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend