მთავარიამერიკააშშნევადაში ფესტივალის Burning Man-ის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების უფლება მისცეს

ნევადაში ფესტივალის Burning Man-ის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების უფლება მისცეს

შაბათს, 2 სექტემბერს მოსული კოკისპირული წვიმის შემდეგ, სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიიდან გამოსვლა ეკრძალებოდათ, რადგან წვიმამ გზები გაუვალი გახადა

ნევადაში ორდღიანი ლოდინის შემდეგ ტალახი გაშრა და ფესტივალის „ბერნინგ მენ“-ის მონაწილეთა ნაწილს ტერიტორიიდან გასვლის უფლება მისცეს. მათ შაბათს მოსული კოკისპირული წვიმის შემდეგ, ფესტივალის ტერიტორიიდან გამოსვლა ეკრძალებოდათ, რადგან წვიმამ გზები გაუვალი გახადა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად სტუმრების გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ, თუმცა მთავარი რასაც ელოდებოდნენ, ტალახის გაშრობა იყო.

„წვიმის და საერთოდ ყველაფრის გამო, ძალიან მიხარია რომ ფესტივალზე მანქანით არ წამოვედი, რადგან ის მთლიანად ტალახში იქნებოდა ჩაფლული. ორი დღე ჩაკეტილები ვიყავით, ახლა ტალახი საკმაოდ კარგად გაშრა და აღფრთოვანებული ვარ იმით რამდენად სწრაფად შემიძლია გადაადგილება“, – ამბობს ფესტივალის სტუმარი.

ფესტივალის  ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო 70 ათასზე მეტი ადამიანი. „ბერნინგ მენის“ ორგანიზატორების თქმით, ორშაბათს დაახლოებით 6 ათასმა სტუმარმა შეძლო ტერიტორიის დატოვება. მათი ნაწილი იმ გარემოებებით რაც ფესტივალზე მოხდა, ძალიან კმაყოფილია.

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ 2023 ფესტივალის საუკეთესო წელია. ბუნებრივმა გარემოებებმა შესაძლებლობა მოგვცა აგვემაღლებინა თავდაჯერებულობა და მხარი დაგვეჭირა ერთმანეთისთვისვე. მე დრო საუკეთესოდ გავატარე“, – განაცხადა ფესტივალის სტუმარმა.

ფესტივალზე მისასვლელი თუ გასასვლელი გზების ჩაკეტვა ფესტივალის იმ ნაწილამდე მოხდა, რომელსაც ყველა ელოდებოდა. შაბათს ღამით, ღონისძიება ტრადიციულად კაცის ფორმის დიდი ხის ფიგურის დაწვით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფესტივალის განუყოფელი ნაწილი უამინდობის გამო ორშაბათამდე გადაიდო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend