მთავარიმსოფლიოკიმ ჩენ ინი შესაძლოა რუსეთში ჩავიდეს

კიმ ჩენ ინი შესაძლოა რუსეთში ჩავიდეს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა და სახელმწიფოში შიმშილი დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების სათავეში კიმ ჩენ ინის მოსვლის შემდეგ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია მცირედით შემცირდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ორჯერ შეხვდა დონალდ ტრამპს, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი ფხენიანსა და მოსკოვს შორის ერთ დროს მჭიდრო ურთიერთობის მსგავსი არა, მაგრამ შედარებით აქტიური ორმხრივი კონტაქტი დაიწყო, კრემლს ფხენიანი საარტილერიო ჭურვებს საკვების სანაცვლოდ აწვდის.

ჩრდილოეთ კორეაში ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩავიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას ეწვიოს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით ეწვიოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს ვიზიტი მოსკოვისა და ფხენიანის დაახლოების კიდევ ერთი დასტური იქნება.

კიმ ჩენ ინის შესაძლო ვიზიტისას მასპინძელთან საუბრის მთავარი საკითხი სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მეტი ტყვია-წამლის მიწოდება იქნება. ცივი ომის დროიდან მოყოლებული ფხენიანს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სამხედრო რესურსი აქვს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვები. სამაგიეროდ მოსკოვი ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.

“ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ ფხენიანში იმყოფებოდა და მისი ვიზიტის მთავარი მიზანი სამხედრო რესურსის, მათ შორის საარტილერიო ჭურვების მოძიება გახლდათ. დიდი ალბათობით სწორედ ამავე საკითხებზე ისაუბრებენ კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი. როგორც ჩრდილოეთ კორეა ასევე რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებული სახელმწიფოები არიან და ბუნებრივია რომ მათ საერთო ენა გამონახონ”,-ამბობს ალექსანდრ გაბუევი, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი. 

კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციას 2019 წელს ეწვია, ის როგორც წესი ჯავშანმატარებლით მგზავრობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend