მთავარიევროპაბელარუსიბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობით შექმნილი უსაფრთხოების ალიანსის წევრების 2000-ამდე ჯარისკაცი მონაწილეობს სამხედრო წვრთნებში, რომლებიც ორშაბათს დაიწყო. წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე, ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებთან ახლოს, მიმდინარეობს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის სამხედროები მონაწილეობენ. ორგანიზაციის წევრი ქვეყანაა სომხეთიც, თუმცა წვრთნებზე მას არ გაუგზავნია თავისი სამხედროები.  იანვარში სომხეთმა რუსეთთან დაძაბულობის ფონზე უარი განაცხადა სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წვრთნები, რომლებიც ოთხშაბათამდე გაგრძელდება, ითვალისწინებს ერთობლივი ოპერაციების მომზადებას, მათ შორის ბირთვული ავარიის შემთხვევის დროს შესაბამის რეაგირებას.

სწავლება მიმდინარეობს ბელარუსის სამ რეგიონში, რომლებიც ნატოს წევრ ქვეყნებს, პოლონეთსა და ლიეტუვას, ესაზღვრება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  სამხედრო წვრთნების მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნაა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალმა, გენერალმა სერჰი ნაიევმა განაცხადა, რომ უკრაინამ წვრთნების საპასუხოდ გააძლიერა თავისი საზღვარი ბელარუსთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend