რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე მათმა ძალებმა გაანადგურეს სამი უკრაინული საზღვაო დრონი, რომლებიც რუსეთისა და მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ. ერთი წლის განმავლობაში ხიდზე მოძრაობა უკვე მესამედ შეჩერდა.
რუსმა სამხედროებმა ერთი დრონი პარასკევს გვიან ღამით, ხოლო დანარჩენი დრონები გასულ უქმეებზე გაანადგურეს.
ოქტომბერში მომხდარი აფეთქების დროს, რომელიც, როგორც რუსეთში ამბობენ, ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბით განხორცილედა, სამი ადამიანი დაიღუპა. ივლისში მომხდარ აფეთქებას კი წყვილი ემსხვერპლა, მათი ქალიშვილი მძიმედ დაიჭრა, დაზიანდა გზის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე ამტკიცებენ, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონშიც ორი უკრაინული დრონი გაანადგურეს.