მთავარიევროპაუკრაინაომში მოწილეობაზე უარისთვის და ქვეყნის დატოვების მცდელობისთვის უკრაინაში13 600 მამაკაცი დააკავეს

ომში მოწილეობაზე უარისთვის და ქვეყნის დატოვების მცდელობისთვის უკრაინაში13 600 მამაკაცი დააკავეს

საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხელისუფლების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთი უკრაინელი უარს აცხადებს ომში მონაწილეობაზე, მაშინ როცა ათასობით უკრაინელი ფრონტის ხაზზე იბრძვის. ასეთი მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან და ქრთამის სახით, ათასობით დოლარს იხდიან რათა ჯარში გაწვევა თავიდან აიცილონ.

ივან იშჩენკო არმიაში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ, უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მოხალისედ იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.

ივან იშჩენკო აცხადებს, რომ ომში წასვლის მისი მოტივაცია უპირველეს ყოვლისა იმით იყო განპირობებული, რომ იგი უკრაინელი პატრიოტია და უნდოდა ებრძოლა თავისუფალი უკრაინისთვის. თუმცა მისი თქმით, როდესაც ნახა რა ვითარება იყო იქ მიხვდა, რომ ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად ვეღარ გაუძლებდა.

ბოგდან მარიენკოს მამა ფრონტის ხაზზე იბრძვის. თუმცა თავად ბოგდანმა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდა, რადგან იგი ერთადერთია ვისაც ოჯახის რჩენა შეუძლია.

ბოგდანი ამბობს, რომ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მანამდე მივიღო სანამ 18 წლის გახდებოდა და ასე მას ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. მისი თქმით თუ მამამისს რამე მოუვა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა, იგი იქნება ვისაც მის დედასა და დებზე ზრუნვა შეუძლია. მისი თქმით საუბარია, როგორც ფინანსურ ასევე მორალურ მხარდაჭერაზე.

კიევში აცხადებენ, რომ ქვეყნის დატოვების მცდელობისას 6100 მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც ომისგან თავის არიდების მიზნით საბუთები  გააყალბეს. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელმა სამართალდამცველებმა, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას 13 600 ადამიანი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend