მთავარისაქართველომმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატს აქვს, ხოლო  პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას 100 ხმა სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებით. მმართველი გუნდის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend