მთავარიამერიკააშშტროპიკული შტორმი „იდალია“ ჯორჯიისა და კაროლინას შტატებისკენ მიემართება

ტროპიკული შტორმი „იდალია“ ჯორჯიისა და კაროლინას შტატებისკენ მიემართება

ტროპიკული შტორმი „იდალია” ახლა ჯორჯიისა და კაროლინას შტატებისკენ მიემართება. მესამე კატეგორიის ქარიშხალმა, რომელიც ფლორიდას დაატყდა თავს, ნგრევისა და განადგურების კვალი დატოვა.

ოთხშაბათს დილით, როდესაც ქარიშხალმა ფლორიდამდე მიაღწია, ქარის სიჩქარე წუთში 200 კილომეტრს აღწევდა. ძლიერმა ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის

უმეტესობამ გაითვალისწინა გაფრთხილებები ევაკუაციასთან დაკავშირებით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ სტიქიასთან გამკლავებას ადგილზე შეძლებდნენ. -ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ჯეიმს მეკი ჰყვება, რომ ჯერ გაიგო, რომ ვენტილატორი გაითიშა და მიხვდა, რომ ელექტროენერგია გამოირთო. მისი თქმით ეგონა, რომ ყველაზე უარესი უკვე მოხდა, თუმცა შემდეგ კარი გააღო და მისი სახლის წინ მდინარე მოედინებოდა.

ახლა მთელი ყურადღება ნანგრევების გაწმენდასა და ათასობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზეა მიმართული.

მოროდიორებისთვის კი სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები გამოჩნდა, წარწერით „შენ ძარცვავ, ჩვენ ვისვრით”. ამავდროულად მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ იშვიათმა ლურჯმა სუპერმთვარემ შესაძლოა დამატებითი გავლენა იქონიოს „იდალიას” მიერ დაზარალებულ რაიონებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend