მთავარისაქართველოძლიერი წვიმა თბილისში

ძლიერი წვიმა თბილისში

„დედაქალაქში მდგომარეობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მძიმდება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში ძლიერი წვიმის შესახებ საუბრობენ

29 აგვისტოს ღამით ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად მილიონობით ლარი გამოიყოფა.

საერთო ჯამში კი ათობით მილიონ ლარზეა საუბარი იმისათვის, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს, თუმცა მათი თქმით, ეს ასე არ ხდება და დედაქალაქში მდგომარეობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მძიმდება.

“რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ქალაქში ასეთი დატბორვა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი, ეს იმის ბრალია, რომ არ ხდება არსებული სანიაღვრე სისტემების გაწმენდა, არ ხდება ახალ გზებზე, მაგისტრალებზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟი. ასევე ვხედავთ, რომ არ იწმინდება მდინარის კალაპოტები, წყალშემკრებები და ხევები. ვხედავთ უკანონო, მავნებლურ მშენებლობებს, სადაც პირდაპირ ხევებში და კალაპოტებში აშენებენ შენობებს აბსოლუტურად ქაოსურად. აი, ამ ყველაფერმა მოიტანა არაპროფესიონალიზმთან, არაკომპეტენტურობასთან ერთად, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ერთად, ის შედეგი, რის გამოც, თბილისში ყოველი გაწვიმების დროს კატასტროფა გვაქვს. ცალკე ამბავია ასევე ის, რომ დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად მილიონობით ლარი გამოიყოფა, ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. ამაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია და მისი შესაბამისი სამსახური „თბილსერვისია”, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხები უბრალოდ გაფლანგულია. არანაირი ეფექტი არ მოუტანია ამ თანხების ხარჯვას და პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმებულია, მიუხედავად ათობით მილიონი ლარის ხარჯისა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend