კიდევ ერთ აფრიკულ სახელმწიფოში სამხედრო გადატრიალება მოხდა. გაბონის შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს.
სახელმწიფოს საარჩევნო კომისიის თანამშრომელთა მიერ გავრცელებული შედეგების თანახმად, 64 წლის პრეზიდენტმა, ალი ბონგომ ამომრჩეველთა 64 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან, ცოტა ხანში დედაქალაქის ქუჩებში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. მალევე მოსახლეობას სამხედრო ოფიცერთა ჯგუფმა ტელევიზიით მოსახლეობას მიმართა.
მათი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმებულია, პრეზიდენტი კი შინა პატიმრობაშია. გაბონში სამხედრო გადატრიალებას წინ უძღოდა კიდევ ერთ აფრიკულ სახელმწიფოში, ნიგერში ხელისუფლების ძალის გამოყენებით ცვლილება.
ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ყოფილი ფრანგულ კოლონიებში მერვე გადატრიალებაა. ნიგერის ქალაქებში ამჟამად მშვიდი ვითარებაა, მიუხედავად ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.