მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის სამზარეულო - ტრადიციული რეცეპტები და უცხოური ინგრედიენტები

კატარის სამზარეულო – ტრადიციული რეცეპტები და უცხოური ინგრედიენტები

როგორ განვითარდა კატარული სამზარეულო და რა გავლენა მოახდინა მასზე უცხოეთთან ვაჭრობამ? – კატარული სამზარეულოს საიდუმლოს გასაგებად ევრონიუსი ზეკრიტის ნახევარკუნძულს ეწვია.

უდაბნოს შუაგულში ყავას ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევენ, თანაც ეს კატარში სტუმართმოყვარეობის ნიშანია. აქაური ყავა არცერთ სხვა ყავას არ ჰგავს. მას ყვითელი ფერი აქვს, თითქმის ღია ჩალისფერი. და საოცარად ხავერდოვანი, დახვეწილი, მსუბუქი გემო, რომელსაც ოდნავ სანელებლი დაჰკრავს.  ამ რეგიონში ყავა იემენიდან ჩამოაქვთ. იგი ყვითელია იმიტომ, რომ იემენში ყავას ოდნავ ხალავენ.

„მას ძირითად გემოს ის სანელებლები აძლევენ, რომლებსაც ვამატებთ“, – ამბობს  ხალედ ალრაიესი, კატარელი მეწარმე. „ჯერ ყავის გემოს იგრძნობთ, შემდეგ ილის, შემდეგ იმ სანელებლების, რომლებიც ყავის გემოს ამდიდრებენ და ბოლოს კოფეინის სურნელსაც შეიგრძნობთ.

ყავის გარდა ამ რეგიონს თავის მრავალფეროვანი ტრადიციული სამზარეულოთი მოაქვს, რომელზეც მეზობელი ქვეყნების გავლენაც აისახა. კატარის დედაქალა დოჰის მიღმა ძირითადად მწრი და უნაყოფო უდბნოა.

„რადგანაც კატარი უდაბნოა, მას არ შეეძლო თვითკმარი ყოფილიყო,“ – განმარტავს რანდა შეიხი, კულინარიის მიმომხილველი და ბლოგერი. „მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვერ იქნებოდა და სხვადსახვა პროდუქტი უცხოეთიდან უნდა შემოეტანა. მაგალითად აქ გვაქვს საერთო სანელებლები.  გვაქვს კურკუმა, კვლიავი, რომლებიც ინდოეთიდან შემოიტანეს. ვარდის წყალი ირანიდან შემოვიდა.

ასე რომ მრავალი ქვეყნიდან შემოდიოდა ინგრედიენტები, მათ შორის ისეთი სურსათი, როგორიცაა ბრინჯი, პური, ქათამი, ხორცი და შემდეგ მათ ჩვენებურად ერთმანეთთან ვაზავებდით, რათა ამის მსგავსი შესანიშნავი და გემრიელი კერძები მოგვემზადებინა.“

კატარის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კერძები

მაჩბუსი, სალუუნა, მადროუბა და ჰარისი -ოთხი ყველაზე პოპულარული კატარული კერძია.

საუკუნეების განმავლობაში კატარის ტრადიციულ სამზარეულოზე მთელი მსოფლიოდან შემოტანილი ინგრედინეტები ახდენდნენ გავლენას. მაგალითად სანელებლები, როგორიცაა დარიჩინი, ვარსკვლავისებრი ანისი და შავი პილპილი ზღვის გავლით ინდოეთის ნახევარკუნძულიდან შემოჰქონდათ. ნიორი და ილი –  ლევანტიდან. ხოლო ლუმი, იგივე გამომშრალი ლაიმი – ომანიდან. ეს ინგრედიენტები უკვე კატარული სამზარეულოს განუყრელ ნაწილად გადაიქცა და აქაურები ისევ ეძებენ უცხოეთში ახალ სანელებლებსა და გემოებს.

ახალი ინგრედიენტების პოვნის კიდევ ერთი საშუალება კატარის საზაფხულო გამოფენა-ბაზრობაა. ყოველ წელს ასობით მოვაჭრე ჩამოდის მთელი მსოფლიოდან რათა საკუთარი ქვეყნიდან ჩამოტანილი პროდუქცია გამოფინოს და გაყიდოს. მათ შორის არის სანელებლები, საერთაშორისო სურსათი და თვით აგარის ხე (უდი), სამაკულები და ხელნაკეთი ნივთები.

ორკვირიანი ბაზრობა საშუალებას აძლევს კატარის მოსახლეობას, როგორც ადგილობრივებს ისე ჩამოსულებს, რომ გემო გაუსინჯონ უცხოურ დელიკატესებს და სახლშიც წაიღონ. იუნის გალაბი სანელებლების შერევის ოსტატია იემენიდან. კატარის საზაფხულო ბაზრობაზე უკვე ათ წელზე მეტია დადის და ამაყობს, რომ ყოველ წელს იემენიდან საუკეთესო პროდუქცია ჩამოაქვს, მათ შორის „თხევადი ოქროც“.

„თხევადი ოქრო“ -თაფლი

„ჩვენ ყოველთვის ჩამოგვაქვს იემენური თაფლი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში, უნაბის თაფლი და ყავისფერი თაფლი,“ – ამბობს  იუნის გალაბი, სანელბლების  ოსტატი იემენიდან. „გვაქვს  სანელებლების სპეციალური ნაზავი მაჩბუსისთვის. თეთრი ბრინჯის საკმაზსაც ვაზავებთ.“

კატარული ტრადიციული რეცეპტები ყველასთვის

„სურსათი შენი ფერებია, ამიტომ ხატე შენებურად,“ – ეს კატარელი შეფმზარეული ნურ ალ მაზროეის დევიზია. კატარელმა შეფმზარეულმა საკუთარი ალერგიის გამო ტრადიციულ რეცეპტებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. მართალია ტრადიციული მაჩბუსი ხორცით მზადდება, მაგრამ ნური ამტკიცებს, რომ ის ვეგანურიც შეიძლება იყოს.

კატარელი შეფმზარეული:

„იგი უამრავ სანელებელს შეიცავს, რომლებსაც ჭამის დროს ვერც კი გრძნობ. ჩემი აზრით, ყველას საკუთარი რეცეპტი აქვს, რადგან ამ კერძს არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ინგრედიენტები, რომლებიც აუცილებლდა უნდა გამოიყენო. ეს უფრო გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგს უყვარს ხახვის და პომიდვრის დამატება. ზოგს მეტი კურკუმა მოსწონს, ზოგსაც ცოტა ცხარე უყვარს, ამიტომ შეგიძლია შემოქმედებითი ნიჭი და საჭმლის სიყვარული გაამჟღავნო,“ – ამბობს ნური.

ტრადიციული ბასმათის ბრინჯის ნაცვლად ეს რეცეპტები წიწიბურით და თათაბოთიც მზადდება.

„მინდა რომ საკვები ყველაზე იყოს გათვლილი, ყველამ შეძლოს მირთმევა,“ – ამბობს ნური.  „ადამიანი რესტორანში რომ შევა, ნებისმიერი კერძის მირთმევა უნდა შეეძლოს. მაგალითად თუ მომწონს რომელიღაც ნამცხვარი, მაგრამ ვერ შევჭამ, რადგან არ ვიღებ გლუტენსა და შაქარს ან ვეგანი ვარ. არადა მინდა  ჭამა. ან გამოდის რომ მთელი ცხოვრება ვერ უნდა ვჭამო მაჩბუსი, თუკი ვეგეტარიანელი ვარ.  ჩემი აზრით, შენ გაქვს უფლება რომ ჭამო რაც გინდა ისე, რომ არ გამოიწვიოს ალერგია. მე სწორედ ასეთ საკვებს ვთავაზობ.“

კატარული სამზარეულო სპარსეთის ყურის ქვეყნების არაბულ სამზარეულოს ამდიდრებს როგორც ტრადიციული ძველი, ისე თანამედროვე გემოებით.

 

ავტორი: ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend