მთავარიევროპაესპანეთიFIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 90 დღით საქმიანობა აუკრძალა

FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 90 დღით საქმიანობა აუკრძალა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული ოფისების ლიდერები ფედერაციის პრეზიდენტს ლუის რუბიალესს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

რეგიონული ფედერაციის ლიდერებმა, რუბაილესს თავიანთი პოზიცია მადრიდში გამართულ ხუთსაათიან შეხვედრაზე გააცნეს.


რუბიალესის გადადგომის მოთხოვნა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ სკანდალს მოჰყვა. მას შედეგ, რაც ესპანეთის ნაკრებმა მოსფლიო ჩემპიონატი მოიგო, დაჯილდოების ცერემონიისას რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცნა.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, კოცნა ნებაყოფლობითი იყო. ჯენი ერმოსო კი ამას უარყოფს.

ესპანეთის მასშტაბით ერმოსოს მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება. აქციებზე, რუბიალესის გადადგომას ითხოვენ. ესპანეთის პროკურატურამ კი მომხდართან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-მ რუბიალესს 90 დღით ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა. რუბიალესი კი გადადგომას არ განიხილავს და ამბობს, რომ მისი კრიტიკა ალქაჯებზე ნადირობას ჰგავს.

ფედერაციის პრეზიდენტის დასაცავად შიმშილობა დაიწყო რუბიალესის დედამ. თუმცა ესპანეთში ჯენი ერმოსოს უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

მომხდარის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ქალთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრმა, გარდა ნაკრების მთავარი მწვრთნელისა. ასევე ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელებმა. მათი განცხადებით, ისინი ნაკრებში არ ითამაშებენ, სანამ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ერმოსოს მხარდაჭერი ბანერები გამოიტანეს მამაკაცთა საფეხბურთო გუნდებმაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend