მთავარიმსოფლიოევროპაექსტრემალური ამინდი ევროპაში

ექსტრემალური ამინდი ევროპაში

სამხრეთ ავსტრიაში დამანგრეველი წყალდიდობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ექსტრემალურმა ამინდმა კვლავ სერიოზული პრობლემები გამოიწვია. უხვი ნალექის გამო ტიროლსა და მეზობელი რეგიონების მდინარეებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. ავსტრიის უმეტეს ნაწილში დაკეტილია გზები. ბრენერამდე მისასვლელი რკინიგზა კი ღვარცოფის გამო ჩახერგილია.

მდინარე ინში წყლის დონემ ბოლო ბოლო 100 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა მოხდა, სლოვენიაშიც კვლავ წვიმს,.შეფერხებებს იწვევს მეწყრული და ღვარცოფული პროცესები. წყალდიდობების შედეგად დაზარალდა ქვეყნის ორი მესამედი.

უხვი ნალექი მოვიდა სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროზე და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სადაც დაიკეტა გზები, დაიტბორა შენობები და შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

უამინდობაა ჩრდილოეთ იტალიაშიც. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ცენტრალური ტრიესტი. ძლიერი ქარის გამო ბევრმა ადგილობრივმა და ტურისტმა ისტორიულ ბარებს შეაფარა თავი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend