მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარის ველურ ცხოველთა საოცარი სანაშენეები

კატარის ველურ ცხოველთა საოცარი სანაშენეები

კატარში, რომელიც ცნობილია მდიდარი ისტორიული კულტურითა და მემკვიდრეობით, ველური ბუნების დაცვის მიმართულებითაც დიდ ნაბიჯებს დგამენ. კატარში უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს  გადაშენების პირზე მყოფი არაბული ანტილოპებისა და გიგანტური პანდების კონსერვაციის კუთხით.

კატარის ალ-მაჰას ნაკრძალი  დოჰიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ეს ნაკრძალი, რომელიც მთავრობის საკუთრებაშია,  უსაფრთხო ადგილია არაბული ანტილოპებისთვის, რომლებიც გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაშენების პირს იყო.

“ვცდილობთ დავიცვათ ისინი ზედმეტი ადამიანური ჩარევისაგან, რადგან მათი ველურ ბუნებაში გაშვების პროცესი ახლახან დაიწყო,“ – ამბობს  ანდრეა დოგლიერო,  კატარის გარემოს დაცვის სამინისტროს ალ-მაჰას ნაკრძალის ვეტერინარი. „ამიტომ უნდა შევარჩიოთ რამდენიმე ანტილოპა, რომლებიც ველურ ბუნებაში შეძლებენ ცხოვრებას ადამიანის დახმარების გარეშე.“

ანტილოპების ცხოვრება ყოველთვის  მშვიდი და წყნარი არ ყოფილა. 50 წლის წინ ეს სახეობა ველურ ბუნებაში გადაშენებულად გამოცხადდა. და მათ მართვად ველურ გარემოში უსაფრთხოდ დაბრუნებას კონსერვაციის საერთაშორისო გეგმის შემუშავება დასჭირდა სახელწოდებით „ ოპერაცია ანტილოპა.“

იდმურ მერზა, კატარის გარემოს დაცვის სამინისტროს ალ-მაჰას ნაკრძალის კიდევ ერთი ვეტერინარი განმარტავს, კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას ანტილობა ჯამრთელობსი თვალსაზრისით:

„დედალ ანტილოპა თითქმის ცხრა თვე  მაკეა. ამიტომ წელიწადში ერთ ნაშიერზე მეტს ვერ აჩენს. როგორც ვხვდები, წარსულში აქაური მონადირეები ნადირობის სეზონზე ასობით ანტილოპას ხოცავდნენ და ძალიან მარტივად მიხვდები, თუ დათვლი, რომ ისინი ვერ გამრავლდებოდნენ ასეთი ნადირობის ფონზე.“

ალ-მაჰას ნაკრძალში ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ 3 ათასი არაბული ანტილოპა იმყოფება, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 18 ათასი.

„ამ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ ახლო აღმოსავლეთში,  მიზნად დაისახეს,  რომ არაბული ანტილოპა, რომელიც სიმბოლური ცხოველია ისევ ველურ ბუნებაში იხილონ, რადგან სხვაგვარად მათ გამრავლებას აზრი არა აქვს,“ – ამბობს  ანდრეა დოგლიერო. „თავიდან ანტილოპებს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, რადგან ველურ ბუნებაში უბრალოდ გადაშენდნენ. ახლა პრობლემას ის ქმნის, რომ ძალიან ბევრი ანტილოპაა ტყვეობაში.“

ფრინველთა ფოტოები

„აიღე ფოტოაპარატი და იმოგზაურე“, –  ეს არის კატარის ველური ბუნების ფოტოგრაფის ჰამად ალხულაიფის ცხოვრების კრედო. იგი ისეთი მონდომებით ცდილობს აქაური ცხოველების ფირზე აღბეჭდვას, რომ ხშირად რამდენიმე დღე, კვირა და წელი ცდილობს მათი ნდობის მოპოვებას, რათა საბოლოოდ კარგი ფოტო გადაუღოს. მისი ფოტოები ველური ბუნების დაცვის სურვილს აღვივებენ და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელბას უწყობენ ხელს.

„როდესაც ფრინველების გადაღება დავიწყე ხუთი წლის წინ, ისეთივე ფოტოებს ვიღებდი, როგორსაც სხვა ფოტოგრაფებიც იღებენ, რომლებიც ცდილობენ ფოტოზე ფონი დაბინდული იყოს, რათა ფრინველის ფერადოვნება წარმოჩნდეს,“ – ამბობს ჰამად ალხულაიფი. „მაგრამ ამ ჩიტებს თავისი ცხოვრება აქვთ, საკმაოდ იდუმალი ცხოვრება ბუნებაში. ისინი დახტიან, დაფრინავენ, ჩხუბობენ, ჭამენ, მრავლდებიან – ეს ყველაფერი კი მსურს ერთ ფოტოში ვაჩვენო, რათა წარმოიდგინო ფრინველების ცხოვრება. ამიტომ იწყებენ ფიქრს და საკუთარ თავს ეკითხები, მაინც რა ამბავი დგას ამ ფოტოს მიღმა. კარგი იქნება, თუ ცოტა მეტი გეცოდინება ამ ჩიტებზე.“

ჰამადს სჯერა, რომ მის საქმეში აუცლებელია ფოტოგრაფსა და ფრინევლებს შორის ნდობა დამყარდეს და მოუწოდებს, მათ, ვისაც ველური ბუნების გადაღება სურთ, რპმ გარეთ გავიდნენ და ველური ბუნებსი მშვენიერებიოთ დატკბნენ:

„გადით გარეთ და იხალისეთ. მერწმუნეთ, ველურ ბუნებაში  უამრავ რამეს ნახავთ, უამრავ ახალ ფრინველს, ახალ სახეობებს, სხვადასხვა ცხოველებს. ნუ იჯდებით შინ. ვერაფერს გაიგებთ რა ხდება ირგვლივ, თუ არ გახვალთ ბუნებაში და არ ნახავთ ამ ჩიტებს. გადი გარეთ, წაიღე ფოტოაპარატი, თუ ფოტოგრაფი ხარ. თუ გსურს ფოტოგრაფი გახდე, სცადე გადაღება და მერწმუნე, ეს საოცარი რამ არის.“

გიგანტური პანდები

კატარში მხოლოდ ანტილოპებზე არ ზრუნავენ. აქ ახლო აღმოსავლეთში პირველი გიგანტური პანდების კონსერვაციაც არსებობს – „პანდების სახლი“. აქ ორი გიგანტური პანდა ტურაია და სუჰაილი ცხოვრობს. ისინი კატარს ჩინეთის კონსერვაციის ცენტრმა აჩუქა.  ისინი საყვარელი, ალერსიანი და ცელქი ცხოველებია…და მათ ისტორიაში პირველად  ახლო აღმოსავლეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს. სუჰაილი და ტურაია ჩინეთში დაიბანდნენ, სიჩუანის პორვინციაში. მაგრამ მომდევნი 15 წელი კატარის „პანდების სახლში“ იცხოვრებენ, რომელიც დოჰიდან 50 კილომეტრის მოშპრებით მდებარეობს. არქიტექტორებმა და ცხოველების მომვლელმა გუნდმა თითოეული დეტალი გათვალეს შენობის არქიტექტურით დაწყებული და მასში განთავსებული ბუნაგებით დამთავრებული.

კისი კუო, „პანდის სახლის“ კურატორი:

„პანდის სახლის დიზაინი, თუ დააკვირდებით შენობის ფორმას გარედან მთის ფორმას იმეორებს, რადგან  ჩინეთში პანდები მთებში ცხოვრობენ ბამბუკის ტყეებში, სიჩუანის მთებში. ამიტომ როდესაც შენობას ვაშენებდით, უნდა გვეფიქრა იმაზე, რომ ჰაერის ტემპერატურის რეგულირება შეგვძლებოდა, რათა შევძლოთ მისი ცვლა წელიწადის ოთხი სეზონის მიხედვით, რადგან ჩვენი პანდები მთელი წელი შენობაში იმყოფებიან.“

პანდების სახლში, რაც თვალში გეცემათ არის უაზრმაზარი სივრცე, რომელშიც თითოეულ პანდას შეუძლია მოძრაობა და თამაში. აქაური დიზაინი იმ ბუნებრივ პირობებს იმეორებს, რომელშიც პანდები ბინადრობენ.

„პანდებს სიმარტოვე უყვართ, ისინი ველურ ბუნებაში მარტო ცხოვრობენ,“ განმარტავს კისი კუო. „თითოეულ პანდას საკუთარი ტერიტორია აქვს, რომელიც საკმაოდ დიდია და არ ემთხვევა სხვის ტერიტორიას. ამიტომ რაც შეიძლება ბუნებრივად რომ იგრძნონ თავი, ისინი აქაც დავაშორეთ.“

მაგრამ სუჰაილი და ტურაია წელიწადში ერთხელ უნდა შეხვდნენ, რათა საკუთარი ჯიში გაამრავლონ. ცნობილია, რომ პანდების რთულად მრავლდებიან, ამიტომ „პანდების სახლის“ გუნიდ ყველაფერს აკეთებს, რომ წყვილს ხელი შუეწყოს.

კისი კუო, „პანდის სახლის“ კურატორი:

„დედა პანდას წელიწადში მხოლოდ ერთხელ აქვს ოვლუაცია. ამიტომ ჩვენ, როგორც მომვლელების გუნდი უნდა დავაკვირდეთ მათ ქცევას, რათ შევამჩნიოთ ცვლილება, რომელიც ამ განწყობაზე მიუთითებს. ჩვენ ვეტერინარების გუნდთან ერთად ვმუშაობთ მეცნიერულად, ვიღებთ სისხლისა და შარდის ანალიზს, რათა ჰორმონული ცვლილებების მიხედვით განვსაზღვროთ ის კრიტკული დღე რომელია. მერე კი ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა პანდების შთამომავლობა მივიღოთ.“

პანდების გამრავლებისა და ბუნებაში გაშვების პროგრამების წყალობით მთელ მსოფლიოში გატარებულმა ღონსიძიებებმა ბრწყინვალე შედეგი გამოიღო და მისაბაძი გახდა სხვა სახეობების დამცველი ინიციატივებისთვის. 2021 წლის შემდეგ გიგანტური პანდები აღარ ითვლებიან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად, თუმცა სუსტი მხარეები ჯერ კიდევ აქვთ.

„ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში გატარებული ექსპერტული კვლევების დამსახურებაა, რომლებიც პანდებს იკვლევდა და ჩვენც ყოველ წელს ვუზიარებთ სხვებს საკუთარ გამოცდილებას, ჩვენი ექსპერტების გუნდის  მოვლის მეთოდებსა და შედეგებს, რათა მეტი გავიგოთ პანდებზე,“ – განმარტავს კისი კუო.

არის იმედი, რომ გიგანტური პანდების დაცვის წარმატება სხვა გადაშენების პირზე მყოფი სახეობების დაცვასაც შეუწყობს ხელს.

„ჩემი აზრით გიგანტური პანდა კონსერვაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩია,“ – ამბობს კისი. „ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე  თუ ზოოპარკში გიგანტური პანდა გეყოლება, შეიძლება საუბრის დაწყება ცხოველების კონსერვაციაზე, შემდეგ გადახვალ უშუალოდ კონსერვაციაზე და მერე უკვე სხვა ცხოველების კონსერვაციაზეც ისაუბრებ.  ჩვენ ვსაუბრობთ გიგანტურ პანდაზე და მას ადგილობრივი ანტილოპების სახეობებს ვადარებთ.  მიყვარს პანდებთან მუშაობა, რადგან ყველას მოსწონს ისინი. ან როგორ არ უნდა გიყვარდეს?“

ავტორები: აადელ ჰალეემი და მირნდა ატი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend