მთავარიევროპარუსეთი„ევგენი პრიგოჟინი ჩვენთვის მამასავით იყო” - რუსეთში „ვაგნერის“ კომისარიატებთან თაიგულები მიაქვთ

„ევგენი პრიგოჟინი ჩვენთვის მამასავით იყო” – რუსეთში „ვაგნერის“ კომისარიატებთან თაიგულები მიაქვთ

ტვერის რეგიონში, იმ მიდამოებში, სადაც კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მეთაურის თვითმფრინავი ჩამოვარდა, გამოძიება მიმდინარეობს.

ავიაკატასტროფა, რომელსაც „ვაგნერის“ მთელი მეთაურობა შეეწირა, ბევრის აზრით კრემლის შემოქმედებაა.

ევგენი პრიგოჟინის მხარდამჭერები სოციალურ მედია პლატფორმებზე აცხადებენ,რომ მომხდარი უბედური შემთხვევა არ არის და თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ანტისაჰაერო შეიარაღება ან ბორტზე განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის ცხოვრების გათვალისწინებით მომხდარი მოსალოდნელი იყო, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ეს საკითხი დიდად არ აინტერესებთ.

რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, „ვაგნერის“ კომისარიატებთან კი მოსახლეობის ნაწილსა  ორგანიზაციის ვეტერანებს თაიგულები მიაქვთ.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმაც.

„მე ევგენი პრიგოჟინს 90-იანი წლებიდან ვიცნობდი. ის მძიმე ბედისწერის პატრონი კაცი გახლდათ. მან ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვა და ამავე დროს მიაღწია ბევრს, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საერთო საქმისთვის. ის ნიჭიერი კაცი იყო და კარგი მეწარმე”, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მეთაურობის დაღუპვას პენტაგონშიც გამოეხმაურნენ..

„პირდაპირ გეტყვით, მიგვაჩნია, რომ ევგენი პრიგოჟინი ლიკვიდირებულია. ვაგრძელებთ მოკვლევას, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. მედიის ინფორმაციით, მის თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა, ეს არასწორია, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ამაზე მიანიშნებდა”, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend