მთავარისაქართველოXV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაემთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას - მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადები” პრესკონფერენცია გაიმართა.

XV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი ქ.ბორჯომში, ქ.ბათუმსა და ქ.თბილისში. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.

ბათუმში 24 და 25 აგვისტოს კონცერტები გაიმართება, ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი კი გაიმართება სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას – მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend