რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.
„როსავიაციის” ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.
‼️Russian aviation agency: Prigozhin was on board of the plane that crashed in Tver region of Russia.
By preliminary information, 10 people died – Russian emergency ministry.
There is information that air defense was working in Tver region before the plane crash. pic.twitter.com/sIvSotWPHC
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) August 23, 2023
თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინას მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.