მთავარისაქართველოფესტივალი „ღამის სერენადები“

ფესტივალი „ღამის სერენადები“

მეთხუთმეტე  საერთაშორისო ფესტივალი  24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაიწყო. პირველი კონცერტი  ქალაქ ბორჯომში გუშინ, 22 აგვისტოს გაიმართა. სერენადების პირველ დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ  საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსები.

გალაკონცერტზე შესრულდა  ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, მოცარტის ნაწარმოებები. ფესტივალი 24 და 25  აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაგრძელდება.

შემდეგი სამი კონცერტი კი სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის.

მეთხუთმეტე  საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“  24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში.

ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს,  ლიანა ისაკაძეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend