მთავარიმსოფლიოაფრიკელი მიგრანტების კრიზისი ლიბიაში

აფრიკელი მიგრანტების კრიზისი ლიბიაში

ლიბია, უკვე წლებია ღარიბი აფრიკული ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების, ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დერეფანი გახდა. ლიბიის გავლით ძირითადად ეგვიპტელები, ტუნისელები და ნიგერიელები სარგებლობენ. ქვეყნის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში 486 არალეგალი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. თავად მიგრანტები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

„ლიბიაში ჩამოსვლის შემდეგ ძირითადად ვმუშაობ. კარგი სამსახური მაქვს გენერატორების მწარმოებელ კომპანიაში. ფულს ვაგროვებ, რომ ევროპაში წასვლა შევძლო. ახლა კი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მაძევებენ. ჩემს ცხოვრებას ანგრევენ. ძალიან გაბრაზებული ვარ. არადა სულ ცოტა მქონდა დარჩენილი. ლიბიაში დარჩენას არც ვაპირებდი“, – ამბობს მიგრანტი ნიგერიიდან ბასტერ რობი.

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალ-მაიორმა იმად ტრაბელსიმ მიგრანტებთან გამართულ შხვედრაზე, განაცხადა, რომ 192 ნიგერიელი და 102 ტუნისელი მიგრანტი, ქვეყანას უახლოეს მომავალში დატოვებენ. მას მიზეზებზე მკაფიოდ არ უსაუბრია.

„ნიგერიიდან ჩამოსულ 192 არალეგალს და 102 ტუნისელ მიგრანტს, საბოლოო გადაწყვეტილებით დეპორტაცია გამოვუცხადეთ. ისინი ახლო მომავალში დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. ისინი ლიბია-ტუნისის საზღვართან დავაკავეთ. ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმება დავდეთ, რომ უფრო უკეთ გააკონტროლონ ჩვენთან საზღვრები. ჩვენ ტრანზიტის ქვეყნები ვართ. ორ კონტინენტს შორის. ამიტომ საფრთხე დიდია. აფრიკიდან ჩამოსული ხალხი, ევროპაში წასვლას ცდილობს, რადგან მათ ქვეყნებში სიღარიბე, უწყლობა და ომებია. გვესმის, რომ აფრიკის კონტინენტზე ნამდვილად მძიმეა ცხოვრება. მაგრამ არალეგალური მიგრაციაც არ შეიძლება“, – განაცხადა მინისტრმა.

დეპორტაციის მზარდი რაოდნეობის ფონზე, ზოგიერთი მიგრანტი ცდილობს, რომ ევროპაში გაქცევა დააჩქაროს. დეპორტაციის გზით საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას 294 ეგვიპტელიც ელის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend