DC-ის სუპერგმირის „ლურჯი ხოჭოს“ ფილმმა, გასულ უქმეებზე კინოთეატრების ბილეთების გაყიდვაში ფილმს „ბარბი“ გადაასწრო და კინოსტუდიას თითქმის 25,5 მილიონი დოლარი მოუტანა შემოსავლის სახით. „ბარბის“ ერთთვიანი ლიდერობა გაყიდვების მხრივ, ამით დასრულებულია.
ამის მიუხედავად გრეტა გერვიგის ფილმ „ბარბის“ ფენომენი მაინც შეუდარებელია. უკანასკნელ პერიოდში, ის გახდა კინოპროდუქტი, რომელმაც მთელი მსოფლიოს კინოთეატრები ვარდისფრად შეღება. მან თითქმის მოახერხა მიმდინარე კვირაშიც პირველ ადგილზე გამაგრება, რადგან მისი შემოსავალი Warner Bros-ის სტუდიისთვის 21,5 მილიონი დოლარი იყო. მსოფლიოს მასშთაბით ამ ფილმის შემოსავალმა მილიარდ 280 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
შემოსვალების მხრივ, მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს ფილმი „ოპენჰაიმერი“. კინოეკრანებზე გამოსვლიდან მეხუთე კვირის მონაცემებით, მისი შემოსავალი 10 მილიონ 600 000 დოლარია. სულ კი ამ ფილმის შემოსავალმა ხუთი კვირის შედეგით ამერიკის მასშტაბით – 285 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
Universal Pictures-ის “Oppenheimer”-მა გლობალური მასშთაბით 718 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა.
Paramount Pictures-ის ანიმაციურმა ფილმმა “მაწანწალა” გასულ კვირაში 8,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. სულ კი შეერთებული შტატების მასშტაბით, გამოსვლიდან დღემდე, ამ მულტფილმმა 88 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
შემოსავლების ძირითადი მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კინოთეატრების გაყიდვების მიხედვით არის დათვლილი.