მოსკოვის ცაზე უკრაინული სამხედრო დრონები კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ.
რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ომის დაწყებიდან 500 დღეზე მეტის გასვლის შემდეგ, კრემლს დედაქალაქის ცის კიევის სამხედრო მანქანისგან დაცვა უწევს.
დღეს, 18 აგვისტოს დილით ცენტრალურ მოსკოვში ქალაქის დამცველებმა უკრაინული სამხედრო დრონი ჩამოაგდეს. დრონის ნამსხვრევები შენობებს დაეცა. შედეგად არავინ დაშავებულა.
რას ამბობენ თვითმხილველები:
„მეორე დრონის ჩამოვარდნისგან გამოწვეულმა ხმაურმა გამაღვიძა. ფანჯარასთან ახლოს მეძინა, პირველი და მესამე დრონის ჩამოვარდნა არც გამიგია, არ მესმის რისი ეშინია ხალხს”, – მოსკოვის მკვიდრი ვლადისლავ ივანოვი.
„უფრო და უფრო საშიში ხდება აქ ყოფნა. იმედი მაქვს ეს მალე დასრულდება. ნერვები მეშლება, უსაფრთხოება მინდა”, – მოსკოვის მკვიდრი პოლინა კლიმკინა.
„ჩვენ დაცულად ვგრძნობთ თავს. მხოლოდ რამდენიმე დრონი აღწევს ჩვენამდე და ნათელია რომ ჩვენი თავდაცვითი სისტემა შესაბამისად მუშაობს“, – მოსკოვის მკვიდრი იური პერფილევი.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის ინფრასტრუქტურამ მინიმალური ზიანი მიიღო. უკრაინული სამხედრო დრონები კრემლიდან 4 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს.