მთავარისაქართველოკონკურენციის სააგენტომ 5 მსხვილი კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ 5 მსხვილი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ბრენდული კომპანიის  მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ლუკოილი, ვისოლი, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია, სოკარი და რომპეტროლი კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს არღვევდნენ. კომპანიები ჯამში 4 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.

დაჯარიმებული კომპანიებიდან სააგენტო bm.ge-ს ვისოლიდან განუცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კონკურენციის სააგენტოს დირექტორის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტო აქტიოურ მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend