კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასშტაბით, ბავშვებში ისეთი მძმე ინფექციაა გავრცელებული, როგორიც არის ქოლერა. გაეროს შესაბამისი სამსახურები და UNICEF-ის წარმომადგენლობა ინფიცირებულ და პოტენციურად დაავადების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობასთან მუშაობს. დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსვალეთით, დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით, თავისუფალ ტერიტორიაზე სამედიცინო კარვების ქალაქია მოწყობილი, სადაც საველე პირობებში დაავადებულებს მკურნალობენ. ექიმები ამბობენ, რომ ქოლერას ვირუსული ინფექცია ბავშვებსა და მოზარდებში სწრაფად გადადის და რთულად იკურნება. არიან გარდაცვლილები.
„ამ უზარმაზარ სამედიცინო სივრცეში, ჩვენ ძირითადად ქოლერის ცალკეულ სიმპტომებს ვმკურნალობთ. მეთოდურად ვუთარებთ სამედიცინო მომსახურებას პაციენტებს. ასევე ლაბორატიულად ვაკეთებთ ანალიზებს საეჭვო შემთხვევების დასადგენად. როდესაც პაციენტი შემოჰყავთ, რამდენიმე ეტაპს გავდივართ. ჯერ ანალიზები და დაკვირვება, ვირუსის დადგენის შემთხვევაშ კი სიმპტომური მკურნალობა. ეს ცენტრი ახალი შექმნილია და ამ დრომდე აქ 2359 პაციენტი მივიღეთ. აქედან 2349 გამოჯანრმრთელდა, 10 კი სმაწუხაროდ გარდაიცვალა. ქოლერა ნამდვილად საშიში ინფექციაა, რომელიც მრავალ დაავედებას ავითარებს ორგანიზმში“,- აცხადებს ქოლერის სამკურნალო ცენტრის ექიმი ამინა ბაკუნდა.
სხვადასხვა ტერიტორიიდან დევნილებს, რომლებიც ამ დასახლებაში იმყოფებიან, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი ასწავლის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ქოლერის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში. ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქოლერის მოსახლეობაში სწრაფად გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჰიგიენური ნორმების არასათანადოდ დაცვაა.
ექვსი შვილის დედა ეფ კანიერი ამბობს, რომ ხალხს წყალათან წვდომის პრობლემა აქვს. შესაბამისად ვერ ახერხებენ საკვების სუფთად მომზადებას, სარეცხის შესაბამისად გარეცხვას და საცხოვრებელი გარემოს დასუფთავებას.
„როდესაც პირველად მოვედით დევნილთა ამ დროებით ზონაში, გავიგეთ, რომ წყალი ტბიდან უნდა მოგვეტანა. ეს ტბა შორს მდებარეობს. თუმცა, ტბის წყალიც ბინძურია. ამ წყალმა ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნა. კანის დაავადებები და სხვადასხვა ინფექციები გაგვიჩნდა. ტუალეტისთვის ტყეში დავდივართ. აქ სისტემა არ არის მოწყობილი. შესაბამისად ვერ ვიცავთ სისუფთავეს“,- ამბობს ეფ კანიერი.
პასკალ ჩიტო, რომელიც ამ დასახლების პროექტის მენეჯერია ამბობს, რომ დასახლებაში კარვების და მიმდებარე გარემოს დეზინფენქცია და დასუფთავება, ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ სისუფთავის დაცვაში და ამისთის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ტბაშ წყლის გაწმენდით სამუშაოებს ვატარებთ, რომ უფრო სუფთ წყალთან გვქონდეს წვდონა. როდესაც აქ ჩამოვედით, ხალხის წინაშე სერიოზული პრობლემები იყო. ახლა ყველაფერი უმჯობესდება. წყლის სკაითხის მოგვარებაშიც დაგეხმარებით. თუმცა, ეს ძალიან რთული პროცესია. UNICEF-ის წყალობით, ჩვენ 121 ტუალეტი დავამონტაჟეთ. ასევე ასი საშხაპე“, – აცხადებს პასკალ ჩიტო.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომას ირგვლივ, დევნილთა ბანაკებში ქოლერას ვირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბები საგანგაშოა. ერთ-ერთი გამოთვლით, 55 000 შემთხვევიდან 1 100-ზე მეტი გარდაცვალებით დასრულდა. ამ ქალაქში 300 000 ადამიანს, მათ შორის 183 000 ბავშვს წყალზე წვდომა ფაქტობრივად არ აქვს, რაც ინფექციების გავრცელებას ხელს უწყობს. UNICEF სხვა დონორებთან ერთად მუშაობას აგრძელებს.