მთავარი კუბი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის "ტვიტერის" მონაცემებს ფლობს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის “ტვიტერის” მონაცემებს ფლობს

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედრალურმა ბიურომ “ტვიტერისგან” ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონდალდ ტრამპის, მონაცემები მოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო საბჭო 2021 წელს მომხდარ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის როლს იძიებს. სასამართლომ ტვიტერისგან მოითხოვა წვდომა დონალდ ტრამპის პირად შეტყობინებებზე, ძიების ისტორიაზე და ასევე იმაზე თუ სად იმყოფებოდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი მაშინ, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა კაპიტოლოუმზე შტურმი მოაწყვეს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ტრამპის სასარგებლოდ შეცვლა სცადეს.

თუმცა სასამართლოს ჩანაწერებიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ “ტვიტერის” იურიდიულ გუნდსა და მოსამართლეს შორის ერთგვარ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ფედერალურმა ბიურომ კომპანიას დონალდ ტრამპის გაფრთხილება აუკრძალა, რადგან პროკურორებს მიაჩნდათ, რომ ეს გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებდა.

“ტვიტერის” წარმომადგენლები კი თვილდნენ, რომ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ამის შესახებ უნდა სცოდნოდა და სასამართლოს დროულად არ აწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად სასამართლომ კომპანიას 350 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. საბოლოოდ კი “ტვიტერის” იურიდიული გუნდი იძულებული გახდა ბრძანებას დამორჩილებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend