მთავარიგადაცემებითვითმხილველივინ არის ის ხალხი, რომელიც ტუნისიდან იტალიის გავლით ევროპაში გარბის?

ვინ არის ის ხალხი, რომელიც ტუნისიდან იტალიის გავლით ევროპაში გარბის?

„თვითმხილველის“ ამ ეპიზოდში ტუნისში ჩავედით. რათა მოგვესმინა იმ სუბსაჰარელი მიგრანტებისა და თავად ტუნისელების გულისგამგმირავი ამბები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შეგდების ფასად დააღწიონ თავი ომს, პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და უმუშევრობას.

იტალიაში ზღვით შემოსული მიგრანტების რიცხვი 2023 წლის იანვრიდან მაისამდე თითქმის 49 000-მდე გაიზრდა. მათი უმეტესობა სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებიდან და ტუნისიდან შედიან ხმელთაშუა ზღვის გავლით. „ევრონიუსის“ რეპორტიორი მონიკა პინა ჩავიდა ტუნისში, რათა მოგიყვეთ იმ ხალხის ამბები, რომლებიც გაქცევას ცდილობენ.

მტრობა გაღვივდა

ტუნისს, როგორც სატრანზიტო გზას, ტრადიციულად მრავალი მიგრანტი იყენებდა, მაგრამ ბოლო დროს ლიბიაში კონფლიქტებისა და საფრთხის მომატების გამო ტუნისში სუბსაჰარელი მიგრანტების ნაკადი გაიზარდა, რასაც მთავრობამ მეტი შეზღუდვის დაწესებით უპასუხა.  შემდეგ 2023 წლის თებერვალში ქვეყნის პრეზიდენტმა კაის საიდმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სუბსაჰარელი მიგრანტები ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიან. ამ მიმართვას კანონის აღსრულების გამკაცრება და  ქსენოფობიის ტალღის აგორება მოჰყვა უცხოელების მიმართ, რის გამოც  მიგრანტების უმეტესობა გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა.

“დავკარგე სამსახური, სახლი. ტუნისის ყველა მოქალაქემ ჩვენი დევნა დაიწყო,“ – ამბოსბ სუდანელი ლტოლვი;ლი, რომელიც ტუნისში 2016 წლიდან ცხოვრობს.

“აქ უბრალოდ ვიხოცებით. უსაფრთხო ადგილი გვჭირდება. არ დავეძებთ, ეს აფრიკა იქნება თუ სხვა ადგილი. ჩვენ წასვლა გვინდა,“ – ამბობს კიდევ ერთი მიგრანტი სუდანიდან.

ეს მიგრანტების იმ 150 კაციანი ჯგუფის წევრბეი არიან, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში კარვებში ცხოვრობდნენ გაეროს მიგრაციის სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM ოფისის წინ. მათ სურთ სასწრაფოდ გაიყვანონ მესამე ქვეყანაში.

მიგრანტები და ევროპა

სვაარუდოდ 21 ათასი სუბსაგარელია მიგრანტი ცხოვრობს ტუნისში, მათ შორის არიან თავშესაფრის მაძიბელები და ლტოლვილებიც. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში დატრიალებული სულისშემძვრელი ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი ტუნისში არსებულია ვითარებაცაა. ამ ტრაგედიებმა მთელი ევროპა შეძრა. გასული წლის ბოლოდნა მოყოლებული ტუნისი ევროპაში მიმავალი მიგრანტების მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა. თუმცა ევროპისკენ ხმელთაშუა ზღვით გავლით მხოლოდ სუბსაჰარელი მიგრანტები არ ისწრაფვიან. ხმელთაშუა ზღვის სახიფათო გზას ტუნისელი მოქალაქეებიც გადიან, თუმცა სუბსაჰარელებისაგან სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო. 2020 წლის მარტში პარლამენტის დაშლის შედეგად გამეფებული პოლიტიკური არასტაბილურობა, ახალგაზრდების უმუშევრობა, მზარდი ინფლაცია და სურსათის ფასები სულ უფრო მეტ ტუნისელს აიძულებს ევროპაში მიგრაციას.

ბეშირ ჰაჯ მოჰამედი

ტუნისის მოქალაქე

“ძალიან დიდი სხვაობაა აქ დღევანდელ ვითარებასა და ორი-სამი წლის წინანდელ ცხოვრებას შორის,” – ამბობს ბეშირი. იგი ორი შვილის მამაა და ქვეყნიდან წასასვლელ ფულს აგროვებს. „უფრო ნაკლებს მიხდიდნენ, მაგრამ მეტს ვაგროვებდი. ახლა ვერაფერს ვერ შეინახავ, იმიტომ მუშაობ, რომ ჭამო და თავი გაიტანო.“

ევროკავშირი და იტალია ტუნისს სულ უფორ მეტ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას აწვდიან, რატა საზღვრის კონტროლი გაამკაცრონ.

ევროპის სანაპირო ზოლში მიგრანტების ნაკადის მოზღვავების პირისპირ მყოფი ევროკავშირი და იტალია ტუნისს უფრო მეტ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევენ. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ბრიუსელსა და რომს ბრალს სდებენ, რომ ისინი ევროპაში უკანონო ემიგრაციის შეკავებას ნებისმიერ ფასად ცდილობენ.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend