მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი არტილერისტები ფრონტზე

უკრაინელი არტილერისტები ფრონტზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე რუსი ოკუპანტებისგან დასახლებული პუნქტი უროჟაინე გაათავისუფლეს

ოფიციალური კიევი იუწყება, რომ სამხედროები უროჟაინეში წინ წაწეულ ზღუდეებზე გამაგრდნენ.

უკრაინული იერიში გრძელდება ბახმუტის ფლანგზეც. აქტიური კონტრშეტევის პარალელურად უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე.

სწორედ ფრონტის ამ მონაკვეთში, ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელი არტილერისტები აქტიურად მონაწილეობენ. თუმცა როგორც ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები „ესოშიეიტედ პრესთან“ აცხადებენ, იერიშის ტემპის შესანარჩუნებლად დამატებითი შეიარაღებაა საჭირო.


უკრაინის ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე, ლიმანის ტყის სიღრმეში, ერთ-ერთ პოზიციაზე უკრაინის 63-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საარტილერიო იერიშით პასუხობენ რუსი ოკუპანტების შეტევას.

უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გასულ თვეს რუსებმა ლიმანის მიმართულებით შეტევა გააძლიერეს. შესაბამისად, მოსკოვის შეტევის მოსაგერიებლად საარტილერიო ქვედანაყოფები 24-საათიან რეჟიმში მოქმედებენ.

მართალია, უკრაინას ამ ეტაპზე აქვს ბრძოლის ეფექტიანად წარმოებისთვის საჭირო რაოდენობის შეიარაღება, მაგრამ ეს მარაგი მალე ამოიწურება, მცირდება განსაკუთრებით ქვემეხების ჭურვები, აღნიშნავენ უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნები.

უკრაინული არმიის 63-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დანაყოფის მეთაურის ვიქტორ იურჩუკის თქმით, ლიმანის მიმართულებით, ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე, რუსების შეტევა შეჩერებულია, თუმცა იქვე დასძინა, რომ წარმატებული ბრძოლისთვის ქვეყანას დამატებითი შეიარაღება სჭირდება.

უკრაინამ კონტრშეტევა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. თუმცა რუსული ავიაციისა და არტილერიის წინააღმდეგობის გამო მისი ტემპი უფრო ნელია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend