მთავარიმსოფლიორომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ეძებონ გამოსავალი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ეძებონ გამოსავალი მიგრაციული კრიზისის დასაძლევად

რომის პაპი ფრანცისკე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოძებნონ გამოსავალი საემიგრაციო კრიზისის მოსაგვარებლად. მისი შეფასებით, მიგრანტების კრიზისი, რომელშიც  ხმელთაშუა ზღვაში გემების ჩაძირვა და მიგრანტების დაღუპვაც იგულისხმება, ღია ჭრილობაა კაცობრიობისთვის. იგი პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს სთხოვს, ყურადღებით მოეკიდონ ამ  საკითხს.

იმავეს მოითხოვს კუნძულ ლამპედუზის მერიც. მისი თქმით, ევროკავშირი არ უწყობს ხელს მიგრანტების ნაკადის შეკავებას და ვერ იღებს მყისიერ გადაწყვეტილებას ამ პრობლემის გადასაჭრელად.

,,ჩვენ ხმელთაშუა ზღვის ცენტრში ვართ და ზურგს ვერ შევაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც გადარჩენასა და დახმარებას ითხოვენ. ლოგიკურია, რომ ლამპედუზას მარტო დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ევროპული ძალების დახმარება, ევროპული სამაშველო ინტერვენცია ზღვაში“, – განაცხადა ლამპედუზის მერმა ფილიპო მანინომ.

ამავდროულად, ევროპოლი ყველანაირად ცდილობს, შეამციროს ადამიანებით მოვაჭრეების რაოდენობა, რადგან ისინი ხელს უწყობენ მიგრანტების წახალისებას. ესპანეთში პოლიციის ერთობლივი  ოპერაცია დასრულდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 19 წევრის  დაკავებით. ისინი, სავარაუდოდ, სირიელი მიგრანტების ესპანეთში, გერმანიასა და ნორვეგიაში გადაყვანითა და კონტრაბანდით იყვნენ დაკავებული. გამომძიებლების თქმით, მიგრაციის მარშრუტი გადიოდა აფრიკის, აზიისა და ევროპის გავლით, თითოეული მიგრანტი საზღვრის გადასაკვეთად დაახლოებით 20 000 ევროს იხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend