მთავარიევროპაუკრაინახარკივის რეგიონში უკრაინის ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა

ხარკივის რეგიონში უკრაინის ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა

გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. დაჭრილებს შორის არიან 16 და 3 წლის ბავშვები. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო სასტუმრო, სადაც გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ცხოვრობდნენ. ამასთანავე, რუსული მედია და ბლოგერები აცხადებენ, რომ სამხედროები სასტუმროს  ბაზად და მართვის ცენტრად იყენებდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რუსული ძალები რეგულარულად ესხმიან თავს ქალაქ ზაპორიჟიას.

გუშინ მოსკოვის აეროპორტებში რამდენიმე საათით შეჩერდა მუშაობა,  რადგან მათ დრონებით თავდასხმის შესახებ მიიღეს გაფრთხილება.   დაახლოებით 10 რეისი კი, მოსკოვის ნაცვლად,  ვნუკოვოს აეროპორტიდან შესრულდა.

ხარკივის რეგიონში, კუპიანსკში კი, უკრაინის ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. რუსეთის არმია ცდილობს, დაიკავოს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი, რომელიც ქალაქ კუპიანსკში მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend