მთავარიაზიაბანგლადეშიბანგლადეშში დენგეს ცხელების მომატებულ შემთხვევებთან გამკლავება უჭირთ

ბანგლადეშში დენგეს ცხელების მომატებულ შემთხვევებთან გამკლავება უჭირთ

მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს დენგეს ცხელებით, რომელსაც კოღოები ავრცელებენ, უკვე 364 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში წელს დენგეს ცხელების მომატებულ შემთხვევებთან გამკლავებას ცდილობენ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ თვეში, შესაძლოა, ინფექციით დაღუპვის რეკორდული რაოდენობის შემთხვევა აღირიცხოს.

მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს დენგეს ცხელებით, რომელსაც კოღოები ავრცელებენ, უკვე 364 ადამიანი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 000-ზე მეტია. 2022 წელს ბანგლადეშში 62 382 ადამიანი დაინფიცირდა და 281 დაიღუპა.

“დენგეს ცხელებით უფრო ხშირად ავადდებიან ისინი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტები, ან ისინი ვისაც დიაბეტი აქვთ, ან თირკმელების პრობლემები და ზოგადად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები. ამიტომ დაავადებულთა შორის რთულია რაიმე ასაკობრივი ჯგუფის გამოცალკევება”, — აცხადებს მუგდას სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოს დირექტორი მოჰამედ ნიატუზამანი.

დენგეს ცხელების სიმპტომები გრიპისას წააგავს, თუმცა შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს და გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა, ორგანოების გათიშვა და სიკვდილი. მკურნალობის სპეციფიკური გეგმა არ არსებობს, თუმცა ვაქცინები ხელმისაწვდომია. ექსპერტები ამბობენ,რომ მუსონების სეზონი ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ართულებს. რადგანაც ინფექცია კოღოებს გადააქვთ, აგვისტოში, პერიოდული წვიმების დროს, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. კოღოებთან საბრძოლველად საგანგებოდ შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამოწმებენ ისეთ ადგილებს, სადაც კოღოები შეიძლება გამრავლდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

“მთავრობამ ბევრი სხვადასხვა ზომა მიიღო. შეწამლეს ის ადგილები, სადაც დაგუბებული წყლები იყო, რათა მწერები გაენადგურებინათ. სპეციალური ნივთიერებით სახლები, კანალიზაციის მილები და სხვა ასეთი ადგილებიც შეწამლეს. ახლა კი ეს ზომები არ მიუღიათ. ახლაც მოდიან, კვირაში რამდენჯერმე და ასხურებენ გარკვეულ საშუალებებს, მაგრამ კოღოებს ეს მაინც ვერ კლავს”, — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ალმა იაჰანი.

ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებში დამატებითი ადგილების გამოყოფაზე მუშაობს. ქვეყანაში სიტუაციას მედიკამენტების ნაკლებობაც ამწვავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend