მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

მას შემდეგ რაც თალიბანმა ავღანეთის ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს სამსახურის პოვნა და თავის რჩენა. მათი ნაწილი კუთვნილ ნივთებს ყიდის რათა საკვების, წყლის და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა შეძლოს.

ზოგი კი საზღვარგარეთიდან ნათესავების მიერ გამოგზავნილ თანხაზეა დამოკიდებული. ჰაბიბ ურ რაჰმან რასული მთავრობის მუშაკი და ხუთი შვილის მამაა. როგორც იგი ამბობს, მისი თვიური შემოსავალი 70 დოლარის ეკვივალენტია.

,,ბოლო ორი წელია ხელფასი თითქმის არაფერში მყოფნის. სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს. თავის სარჩენად ზოგჯერ საკუთარ ნივთებსაც ვყიდი. ახლა საკერავი მანქანის გაყიდვას ვაპირებ, რათა ოჯახი ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიყვანო. ზოგჯერ მეგობრები მეხმარებიან – ზოგი მათგანი ადგილობრივია, ზოგი საზღვარგარეთ ცხოვრობს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მათი მხარდაჭერა, მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ეკონომიკური მდგომარეობა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის უარესდება”, – ამბობს რასული.

ამასთან ერთად, ავღანელებს ბანკებიდან თანხის გამოტანა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ, ისიც შეზღუდული ოდენობით შეუძლიათ.

,,ბანკების პრობლემა ყველაფერზე ახდენს გავლენას – ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ავღანეთის ექსპორტსა და იმპორტზე. სანქციების გამო ბანკები გადარიცხვებს თავისუფლად ვერ აწარმოებენ უცხოურ კომპანიებთან. ჩვენი ეროვნული და ბიზნეს ბანკები ძალიან დასუსტებულია“,  – აცხადებს ვალუტის გაცვლის პუნქტის ხელმძღვანელი ამინ ხოსტი.

ავღანეთის ეკონომიკა თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლამდეც რთულ მდგომარეობაში იყო, თუმცა 2021 წლის აგვისტოს შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა.

ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფების მიერ ქალებისა და გოგონებისთვის განათლების მიღებისა და მუშაობის აკრძალვის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყნის ეკონომიკური მხარდაჭერა შეწყვიტა და თალიბანთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend