მთავარიმსოფლიოაფრიკანიგერში დაძაბულობა გრძელდება

ნიგერში დაძაბულობა გრძელდება

ნიგერის გადაყენებული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი გაუსაძლის პირობებშია. პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალებიდან ორი კვირა გავიდა, მოჰამედ ბაზუმს  საკვები მარაგი ეწურება.  მისი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, საკვებად კი მათ მხოლოდ ბრინჯი და დაკონსერვებული პროდუქტი აქვთ.  შექმნილი ვითარების გამო ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს.

დასავლეთაფრიკული ეკონომიკური გაერთიანების ლიდერები მეზობელ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ზოგად ვითარებას განიხილავენ. ნიგერიის პრეზიდენტი ბოლა ტინაბუ აცხადებს, რომ ახლა მთავარი დიპლომატიური გამოსავლის მოძიებაა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოტა ხნის წინ სამხედრო ინტერვენციით იმუქრებოდნენ.

გასულ კვირას დასავლეთაფრიკული ქვეყნების გაერთიანების სამხედრო მეთაურებმა ნიგერში შეჭრისა და მოჰამედ ბაზუმის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. მალი და ბურკინა-ფასოს მთავრობები ეწინააღმდეგებიან ნიგერში ძალის გამოყენებას და მიიჩნევენ, რომ ნიგერში შეჭრა ომის გამოცხადებას ნიშნავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend