მთავარისაქართველოაგვისტოს ომის ამბავი

აგვისტოს ომის ამბავი


2008 წლის 8 აგვისტოს ქართული ჯარი სამშობლოს დასაცავად აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული. ამ ომს ბევრი საგმირო ისტორია უკავშირდება. თადარიგის უმცროსი სერჟანტი მურთაზ გულორდავა „ევრონიუს ჯორჯიასთან“ იხსენებს ისტორიას, რომელც მას და მის ქვედანაყოფს ბრძოლის ველზე გადახდათ.

მურთაზ გულორდავა მეორე ქვეით ბრიგადასთან ერთად სამშობლოს დასაცავად გამართულ ბრძოლაში 7 აგვისტოს ჩაერთო. 8 აგვისტოს მან და მისმა ქვედანაყოფმა ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე სოფელ ხვითის დაცვის ამოცანა მიიღეს.

მეორე ქვეითი ბრიგადის ეს ქვედანაყოფი სამი დღის განმავლობაში გმირულად ასრულებდა დავალებას. 11 აგვისტოს კი ქართველ სამხედროებს მიადგა რუსული საოკუპაციო სამხედრო კოლონა, რომელიც სხვადასხვა ჯავშანტექნიკისა და ქვეითი ჯარისგან შედგებოდა.

მურთაზ გულორდავამ ტანკსაწიმააღმდეგო ხელის ყუმბარსატყორცნიდან სამი გასროლით რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურა და რუსული სამხედრო კოლონა გააჩერა.
თადარიგის უმცროსი სერჟანტი მურთაზ გულორდავა აგვისტოს ომში გამოჩენილი მამაცობისთვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.
ახლა მურთაზი სამხედრო სამსახურში აღარაა. იგი საზღვარგარეთ ფიზიკურ შორმას ეწევა და ასე არჩენს ოჯახს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend