მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო ძალების წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო ძალების წარმომადგენლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და რუსული საჰაერო დარტყმების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის შეაქო. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ავიაბაზებსა და მარცვლეულის ტერმინალებზე გახშირდა იერიშები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ყველაფერს იღონებენ უკრაინის ცის დასაცავად. მისი თქმით, ყველამ, მათ შორის უკრაინის პარტნიორებმა,  უნდა დაამტკიცონ, რომ აქ, უკრაინის საჰაერო სივრცეში, ტერორიზმს არ დაუშვებენ და აუცილებლად დაამარცხებენ. თითოუელ პარტნიორს აქვს პასუხისმგებლობა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია,  რომ საჭიროა სრული დაცვა ტერორისგან, რათა შემდგომში სხვა რომელიმე ქვეყანა არ აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში.

რუსეთი კი უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს ჩონჰარის ხიდებზე თავდასხმაში, რომლებიც ხერსონის რეგიონს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან აკავშირებს.

საუდის არაბეთში გამართული სამიტი კი საბოლოო კომუნიკეს მიღების გარეშე დასრულდა. შეხვედრას  40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე თანხმდებიან, თუმცა რაიმე კონკრეტული ან მნიშვნელოვანი განცხადებები სამიტზე არ გაკეთებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend