მთავარისაქართველოშოვის ტრაგედია - რეპორტაჟი სტიქიის ეპიცენტრიდან

შოვის ტრაგედია – რეპორტაჟი სტიქიის ეპიცენტრიდან

3 აგვისტოს რაჭის მუნიციპალიტეტში, საკურორტო დაბა შოვში უძლიერესმა მეწყერმა საშინელი ნგრევა გამოიწვია. ღვარცოფმა წალეკა შენობები და გზები, წაიღო ხიდები. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია 18 ადამიანი, ხოლო 16 მოქალაქეს ისევ ეძებენ. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი და უამრავი მოხალისე, ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები…

დაკარგულების ძებნას ართულებს მეწყრის შედეგად ხეობაში დაგროვებული ტალახის დიდი მასა. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დაიძრა და შეეჯახა მყინვარს, ჩამოანგრია მისი გარკვეული ნაწილი, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშ დაგუბებული წყლების გადმოდინება, წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი:

“ჭალა-კალაპოტის ზონებში როდესაც სახლებს ვაშენებთ, ჭალა კალაპოტში იყო ის ტურბაზაც, რა თქმა უნდა ეს ახლა რა ადაპტაციაზეა საუბარი. ამიტომ ამას ახლა უნდა ზუსტად მიხედვა, რომ ადამიანმა თავისი საკარმიდამო ნაკვეთი, საცხოვრისი, ინფრასტრუქტურული ობიექტი მოაწყოს ისე, რომ კლიმატის გლობალურ ცვლილებას გაუძლოს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 116 -ე – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 240-ე მუხლით რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამაშველო ღონისძიება რაჭის მუნიციპალიტეტში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend