მთავარისაქართველოსაქართველოში 2008 წლის რუსეთის ომიდან 15 წელი გავიდა

საქართველოში 2008 წლის რუსეთის ომიდან 15 წელი გავიდა

საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან დღეს 15 წელი გავიდა.

ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა. “მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.

საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend