მთავარიმსოფლიოაფრიკადასავლეთაფრიკული ქვეყნების გაერთიანების მიერ ნიგერისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა

დასავლეთაფრიკული ქვეყნების გაერთიანების მიერ ნიგერისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა ამოიწურა

დასავლეთაფრიკული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებმა  ნიგერში საჰაერო სივრცე დაკეტეს. პუტჩისტების წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცის ნებისმიერი დარღვევის მცდელობას მყისიერი რეაგირება მოჰყვება. „სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭო“ ნიგერის მოქალაქეებს   მობილიზაციისა და ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებს.

თუმცა Wall Street Journal-ში, რომელიც მაღალი კლასის სამხედრო ოფიცრის ინფორმაციას ეყრდნობა, წერენ, რომ   მიუხედავად გენერლების მტკიცებისა,  რომ  სერიოზული გეგმა აქვთ შემუშავებული, ბლოკი არ არის მზად სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედების დასაწყებად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend