მთავარიმსოფლიოევროპალიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს

ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს

პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს ნატოს წევრი ქვეყნებისა და რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ისინი მოსკოვისა და მინსკის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ. შეხვედრა  მას შემდეგ შედგა, რაც ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა დაბალ სიმაღლეზე პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის თქმით,  რუსეთი და ბელარუსი აძლიერებენ ზეწოლას საზღვრებზე. გახშირდა პროვოკაციებიც. მათი მიზანი დესტაბილიზაციის, ქაოსისა და გაურკვევლობის შემოტანაა იმ იმედით, რომ გამოავლენენ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგისა და მათი პარტნიორების სისუსტეებს.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კი ამბობს, რომ„ვაგნერის“ მებრძოლები ახლა ბელარუსში არიან. მათ, სავარაუდოდ, 10 000 მებრძოლი კიდევ დაემატება. გიტანას ნაუსედას აზრით,  რომც არაფერი მოიმოქმედონ, მათი იქ ყოფნა საფრთხისა და დაძაბულობის გაზრდას ნიშნავს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათ შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ.

მორავეცკი და ნაუსედა ერთმანეთს შეხვდნენ სუვალკის დასახლებაში, რომელიც ე.წ სუვალკის დერეფანში, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. სუვალკის დერეფანი ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას – ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს ნატოს სხვა წევრებთან აკავშირებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend