მთავარიამერიკააშშდონალ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს

დონალ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი გაიმართა. ფედერალურმა მოსამართლემ დეტალურად აღწერა ბრალდებები და ისაუბრა მის მოსალოდნელ პატიმრობაზე. თუმცა დონალდ ტრამპი ბრალს არ აღირებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მას 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა ედება ბრალად.

„ამერიკისთვის ეს ძალიან სამწუხარო დღეა… რადგან ვხედავთ, თუ რა ხდება… ეს პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. ამერიკაში ეს არ უნდა ხდებოდეს. ეს იმ ადამიანის დევნაა, რომელიც რესპუბლიკელთა პარტიაშიც ლიდერობს და წინასაარჩევნო მონაცემებით, ბაიდენსაც უსწრებს ხმათა რაოდენობით“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა მესამე ბრალდებაა, რომელიც დონალდ ტრამპს წაუყენეს. ორი ბრალდება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვასა და წინასაარჩევნო პერიოდში დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას უკავშირდება. თუმცა ახალი საქმე გაცილებით უფრო მძიმეა, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრალი სიცრუის გავრცელებისთვის წაუყენეს.

დონალდ ტრამპი კი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააყალბეს. ახლა კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა დაწყებული. ის აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ყოფილი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის მოწინავე ადგილზეა. წინასწარი გამოკითხვებით, მას და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხმების თანაბარი რაოდენობა – 43 პროცენტი აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend