მთავარიამინდიროგორ დაიწყეს ამინდის პროგნოზირება

როგორ დაიწყეს ამინდის პროგნოზირება

ამინდის პროგნოზის ისტორია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. ადამიანებს  ყოველთვის აინტერესებდათ რატომ და როგორ იცვლებოდა ამინდი და ცდილობდნენ, როგორმე გამოეცნოთ რა იყო მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზირების ყველაზე ადრეული ფორმა იყო ცაზე დაკვირვება და ასევე, ბუნების ნიშნების გამოყენება, როგორიცაა ცხოველების ქცევა, ან მცენარეების ზრდის ფორმები.

მე-17 საუკუნეში, ევანგელისტა ტორიჩელის მიერ ბარომეტრის გამოგონება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამინდის პროგნოზირების ისტორიაში. ბარომეტრი ზომავს ჰაერის წნევას და მისი გამოყენებით შესაძლებელია ამინდის ცვლილების პროგნოზირება.

მე-18 საუკუნის მეცნიერმა ლუკ ჰოვარდმა შეიმუშავა ღრუბლების კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც დღესაც გამოიყენება. ამინდის პროგნოზის მეცნიერული მეთოდოლოგიის განვითარებას მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ამ დროს განხორციელდა პროგნოზირების პირველი მცდელობები სამეცნიერო დაკვირვებებისა და მათემატიკური გამოთვლების კომბინაციის გამოყენებით. 20-იან წლებში ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა არაგომ, რომელიც ასევე საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, ამინდის რეალურ დროში დაკვირვებებისთვის საჭირო მონაცემთა გადასაცემად ტელეგრაფი გამოიყენა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამინდის პროგნოზირების განვითარებისთვის.

მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა მათემატიკოსმა კლივლენდ აბემ ცინცინათის ობსერვატორიაში მეტეოროლოგად დაიწყო მუშაობა. აბე შეერთებულ შტატებში, ამინდის ეროვნული სამსახურის (NWS) მამად ითვლება. მისი დახმარებით, ამინდის პროგნოზირების პირველი პროფესიული სერვისი ამოქმედდა.  აბეც ტელეგრაფს იყენებდა ამინდზე დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების  მთელი ქვეყნის მასშტაბით გასაცრცელებლად.  მონაცემების თავმოყრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ხდებოდა,  სადაც მიღებული ინფორმაცია მუშავდებოდა და მასზე დაყრდნობით იქმნებოდა ამინდის პროგნოზი. 

ამავე პერიოდში, ნორვეგიელმა მეცნიერმა ვილჰელმ ბიერკნესმაც დაიწყო  მათემატიკური მოდელირების მეთოდის გამოყენება ამინდის პროგნოზირებისთვის. მან წარმოადგინა მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც  შესაძლებელი ხდებოდა ამინდის  პროგნოზირება ჰაერის მასებს შორის ურთიერთქმედების ანალიზით და შეიმუშავა ატმოსფეროს პირველი მათემატიკური მოდელი. სწორედ ბიერკნესის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება თანამედროვე ამინდის პროგნოზირება ჩვენს დროში.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ტელეფონისა და რადიოს გამოგონებამ უკვე შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ტერიტორიებზე მოგროვებული ამინდის მონაცემები რეალურ დროში გადაეცა პროგნოზირების ცენტრისათის. ასე შეიქმნა ამინდის პროგნოზირების პირველი ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ამინდის პროგნოზების სიზუსტე საგრძნობლად გაუმჯობესდა.  

თუმცა რეალურად, სიზუსტის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ამინდის მონაცემების შეგროვებისათვის, საჰაერო ბუშტებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. 1930-იან წლებში რადარების ტექნოლოგიის განვითარებამ მეტეოროლოგებს საშუალება მისცა დაეფიქსირებინათ ქარიშხლები და თვალყური ედევნებინათ მათი გადაადგილებისათვის, რაც მნიშვნელოვანი წინსვლა იყო ამინდის პროგნოზირებაში.

1950-იან წლებში გამოიყენეს პირველი კომპიუტერული მოდელები ამინდის პროგნოზირებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროგნოზების სიზუსტე და გაზარდა მონაცემთა დამუშავების სისწრაფე.  მოგვიანებით კი, კოსმოსში სატელიტური თანამგზავრების გაშვებამ, მეტეოროლოგებს დედამიწაზე კოსმოსიდან დაკვირვების საშულება მისცა, სატელიტური სურათების, სხვადასხვა საჭირო მონაცემების შეგროვებაში კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებამ, ამინდის პროგნოზი მეტად ზუსტი და გრძელვადიანი გახადა. 

ამინდის პროფესიული პროგნოზირების ტექნოლოგიის განვითარებამ მე-19 საუკუნიდან დღემდე,  დიდი გზა გაიარა, ტელეგრაფის გამოგონება და მათემატიკური მოდელების გამოყენება აღმოჩნდა გადამწყვეტი თანამედროვე ამინდის პროგნოზირების განვითარებისათვის. 

21- საუკუნეში, ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება დაიწყო – გაჩნდა  სუპერ კომპიუტერები, ხელოვნური ინტელექტი, მოდელირებული ატმოსფერო, ვიზუალური სატელიტური მონაცემები და რადარები. ეს კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, აჩქარებს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის ამინდის პროგნოზის განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend