მთავარიევროპაუკრაინასამხედრო დრონებით თავდასხმა მოსკოვზე

სამხედრო დრონებით თავდასხმა მოსკოვზე

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქზე 48 საათის განმავლობაში სამხედრო დრონებით ორი იერიში მიიტანეს.

შედეგად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობა დაზიანდა, ზიანი მიადგა რუსული ქალაქების თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ მოსახლეობის რწმენასაც.

სამხედრო დრონებით იერიში მოსკოვის ყველაზე თანამედროვე რაიონში, ეგრეთ წოდებული Moscow city ში მიიტანეს, ეს რაიონი კრემლიდან სულ რაღაც 8 კილომეტრით არის დაშორებული.

საერთო ჯამში ეს მოსკოვზე ერთ თვეში უკვე მეხუთე იერიშია სამხედრო დრონებით, რუსული თავდაცვის სისტემა კი დიდ წნეხის ქვეშ არის.

„საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით სამხედრო დრონების წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთულია. სწორ დროს სწორ ადგილას უნდა იმყოფებოდე. საჭიროა, შესაბამისი თავდაცვითი სისტემაც. ბევრი სხვადასხვა თავდაცვითი სისტემა არსებობს და სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. მოსკოვზე მიტანილი იერიშები სხვადასხვა სახის სამხედრო დრონებით მიიტანეს. მომხდარი რუსული თავდაცვის სისტემებისთვის სასირცხვილოა ვინაიდან აშკარაა, რომ ეს სამხედრო დრონები საათების განმავლობაში რუსეთის ცაში მიიწევდნენ წინ მოსკოვამდე, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი ეს სამხედრო დრონები ვერ აღმოაჩინეს”, – ამბობს ევროპული საბჭოს ანალიტიკოსი ულრიკე ფრანკე.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი უკრაინასთან 2000 კილომეტრზეა გადაჭიმული. რუსულმა არმიამ საზღვრის რიგი მონაკვეთები საფუძვლიანად გაამაგრა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მთავრობის კუთვნილი შენობები მოსკოვსა და სხვა ქალაქებში კი საჰაერო თავდაცვის სისტემებით გაამაგრა.

„მოსკოვზე სამხედრო დრონებით იერიშს დიდი ზიანი არ მოუტანია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს გახლდათ დემონსტრირება იმისა, რომ სამხედრო მოქმედებებს შესაძლოა ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდეთ, ასევე პოლიტიკური. ეს მეტად აზიანებს რუსულ ნარატივს კრემლის უძლეველობის მითის შესახებ. ეს მოქმედებს რუსულ საზოგადოებაზე. რუსულ პროპაგანდას გაუჭირდება ამ მოვლენების შეფასება”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი კეირლ გაილსი.

ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით სამხედრო დრონების დაბალ სიმაღლეზე ფრენის უნარი აქვთ ეს კი რადარებისთვის წარმოუდგენლად ართულებს მათ აღმოჩენას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend