მთავარიგადაცემებიSoul of The Southრა როლი ითამაშა მემფისმა ისტორიასა და კულტურაში?

რა როლი ითამაშა მემფისმა ისტორიასა და კულტურაში?

ტენესის შტატის ქალაქი მემფისი  ლეგენდარული ელვის პრესლის მშობლიური ქალაქი და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობის ისტორიის ძირითადი პუნქტია.

მემფისმა დაიმკვიდრა ლიდერის სტატუსი ფერადკანიანთა უფლებები დაცვის მოძრაობის თვალსაზრისით და აქ დაედო სათავე ლეგენდარული სოულის ჟანრის მუსიკას. მდინარე მისისიპზე მდებარე ქალაქში დგას სტაქსის მუზეუმი, რომელიც ხმის ჩამწერი კომაპნიის  Stax Records-ისა და ამერიკული სოულის ჟანრის მუსიკის მემკვიდრეობას იცავს.

ამ ლეგენდარულ დაწესებულებაში 50-წლიანი მუშაობის შემდეგ დინი პარკერმა პირველწყაროდან იცის, თუ რა კავშირია სოულის მუსიკასა და ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის ისტორიას შორის.

დინი პარკერი, Stax Museum of American Soul Music-ის წარმომადგენელი:

„სამოქალაქო უფლებების გზა და ამერიკის სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობა ამერიკის სოულის მუსიკის სტაქსის მუზეუმის განუყრელი ნაწილია. ის აღგვიწერს ტკივილს, უსამართლობას, იმედს, ოცნებებსა და იმედგაცრუებას. ეს ყველაფერი დევს მუსიკაში. და ყველაფერი, რასაც სამოქალაქო უფლებები წარმოადგენს, სწორედ აქ არის.“

ბილ სტრიტი – მემფისის მუსიკის მექა

Stax -ი ცნობილი იყო როგორც ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ყველა რასის წარმოამდგენელი ამერიკელი ერთად მუსაობდა, რაგდან მატ მუსიკის სიყვარული აერთიანეებდათ.

მემფისის, როგორც სხვადახვა კულტურათა გამაერთიანებლი სიმბოლოს კიდევ ერთი ძირითადი ნაწილია მსოფლიოში სახელგანთქმულ ბილის ქუჩა  – ბილ სტრიტი (Beale Street). აქ დაიწყო მოღვაწეობა ელვის პრესლიმ და ბი ბი კინგმა.

მეოცე საუკუნის ბილ სტრიტის მოვლენები ფირზე აღბეჭდა ფოტოგრაფმა დოქტორ ერნესტ ვიზერსმა, რომელიც  გასული საუკუნის 60-იანი წლების აფრო-ამერიკული კულტურის პროექტის ფარგლებში ფოტოებს იღებდა ღამის კლუბებსა და ბარებში. ახლა მისი  ნამუშევრები „ვიზერსის კოლექციის მუზეუმსა და გალერეა“-ში ინახება.

„ეს ქუჩა მართლაც ისტორიული ღირსშესანიშნაობაა ჩვენი კულტურის თვალსაზრისით,“ – ამბობს ვიზერსის ქალიშვილი და ვიზერსის კოლექციის მუზეუმისა და გალერეის (Withers Collection Museum & gallery) მფლობელი როზალინდ ვიზერსი.  „რადგან აქ მოდიოდა საქვეყნოდ გამოჩენილი ადამიანების უმეტესობა, როგორებიც იყენენ ბი ბი კინგი და ელვის პრესლი. იმის თქმა მსურს, რომ ამ ქუჩაზე კანის ფერი დაბრკოლება არ იყო, რადგან გართობა ყველას აერთიანებდა“.

მარტინ ლუთერ კინგი მემფისში

სამოქალაქო უფლებების დაცვის ისტორიას თუ ეცნობი, გვერდს ვერ აუვლი მემფისის  ლორენის მოტელს (Lorraine Motel), რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ამერიკელების კოლექტიურ მეხსიერებაში, როგორც ადგილი, სადაც 1968 წელს  დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს.

მარტინ ლუთერ კინგი მემფისში მაშინ მოკლეს, როდესაც იგი კანალიზაციის მომსახურე პერსონალის გაფიცვის მხარდასაჭერად იყო ჩასული.

„ჩვენი მისიაა, რომ დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ დოქტორ კინგის მემკვიდრეობას,“ – ამბობს  ფაიტ მორისი, სამოქალაქო უფლებათა დაცვის ეროვნული მუზეუმის მთავარი მარკეტოლოგი და საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი. „ხალხმა უნდა გაიგოს ყველაფერი, რა კუთხითაც კი იგი მნიშვნელოვანი იყო მემფისისთვის. ეს უნდა იყოს არა მისი ხსოვნის ადგილი, არამედ შთაგონების წყარო მთელი მსოფლიოსთვის“.

ავტორი: ჯონი პიტსი და ტიმ გალაგერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend