მთავარიგადაცემებიOceanვირტუალური რეალობა, ეკოტურიზმი და კულტურის ძეგლები წყალქვეშ

ვირტუალური რეალობა, ეკოტურიზმი და კულტურის ძეგლები წყალქვეშ

სამგანზომილებიანი მოდელები, ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და ანდროიდული რობოტები – ყველა ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა ოკეანის შესწავლას, წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ეკოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ადრიატიკის ზღვაში მდებარე იტალიური იზოლე-ტრემიტის  კუნძული ყოველ წელს 100 ათას ტურისტს იზიდავს. თუმცა ბევრი ტურისტი უყურადღებოდ ტოვებს ამ არქიპელაგის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს: არქეოლოგიურ ძეგლს, რომელსაც კუნძულის ირგვლივ მოლივლივე კამკამა წყალი ფარავს. მკვლევართა გუნდი, კალაბრიის უნივერსიტეტის მეცნიერის ფაბიო ბრუნოს ხელმძღვანელობით, ამ დაფარული საგანძურის გამომზეურებას აპირებს.

“წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერება ყველას არ შეუძლია, რადგან ამისთვის ჩაყვინთვაა საჭირო,“ – ამბობს  ფაბიო ბრუნო, პროექტ CREAMARE-ის კოორდინატორი. „ეს უზარმაზარი მემკვიდრეობა საზოგადოებას რონ გავაცნოთ, აუცილებელია მულტიმედიური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს  მნახველს, დაათვალიეროს არქეოლოგიური ძეგლი და ჩასწვდეს მის მნიშვნელობას.“

ჩვენ ევროპული პროექტის  CREAMARE გუნდს ვუერთდებით, რომელიც ეს-ესაა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაძირული გემის ნამსხვრევების სანახავად მიდის.

ამ გუნდის შემადგენლობაში არიან არქეოლოგები წყალქვეშა კულტურული მემეკვიდრეობის  ეროვნული სამმართველოდან  და კალაბრიის უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ წყალქვეშა არქეოლოგიური ძეგლი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი სამგანზომილებიანი მოდელის დახმარებით.

ჩვენი ყვინთვის შემდეგ იპოვეს გემ Lombardo-ს ნამსხვრევები, ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ორთქლის გემი, რომელსაც ლეგენდარული ჯუზეპე გარიბალდი იყენებდა. ამ გემმა წამყვანი როლი ითამაშა იტალიის გაერთიანების მოძრაობაში, ე.წ. „რისორჯიმენტოში“, შემდეგ ჩაიძირა და 160 წელზე მეტხანს იყო დაკარგული. იტალიელი არქეოლოგები ამ ისტორიულ ნაშთებს მხოლოდ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე წააწყდნენ.

ამ პროექტის გუნდი ჩაძირვის ადგილის ციფრული ფოტოს შექმნას აპირებს.

“ამ ჩაძირული გემის გაციფრულება და სამგანზომილებიან მოდელში გადატანა საშუალებას მისცემს მათ, ვინც ვერ ყვინთავს, ვისაც წყალქვეშ ჩასვლა არ შეუძლია, რომ ვირტუაალურად ჩაყვინთოს და ზუსტად იგივე განიცადოს, რასაც რეალური ყვინთვის დროს გრძნობენ,“ – ამბობს სალვატორე მედაგლია, კალაბრიის უნივერსიტეტის არქეოლოგი.

მკვლევრები ფოტოგრამმეტრიის მეთოდს მიმართავენ, იღებენ ფოტოების მთელ სერიას წყალქვეშა ყუთში მოთავსებული ჩვეულებრივი ფოტოაპარატის მეშვეობით.

ეს ფოტოები წარმოადგენს მასალას იმ სამგანზომილებიანი მოდელისთვის, რომელიც ადამიანს რეალობის განცდას უჩენს.

ამ ყველაფრის მიზანი ის არის, რომ იპოვოს ყველაზე ხელმისაწვდომი მექანიზმი და ტექნიკა იმისთვის, რომ წყალქვეშ არქეოლოგებმა შეძლონ თავად შექმნან ასეთი მოდელები კომპიუტერული ინჟინრების გარეშე.

ევროპას მდიდარი და მრავალფეროვანი  წყალქვეშა მემკვიდრეობა აქვს – იქნება ეს უძველეს ეპოქაში ჩაძირული გემების ნამსხვრევები, რომლებზეც უხვად არის ძვირფასი ტვირთი თუ  ჩაძირული ქალაქები. მაგრამ ხშირად მათი ნახვა რთულია და ძირითადად ვერავინ ხედავს.

მკვლევრებს სჯერათ, რომ ვირტუალური რეალობის აპარატურა სულ მალე ყოველდღიურობად იქცევა. ამ ტექნოლოგიას შეუძლია უფრო კარგად დააკავშიროს საზოგადოება და წყალქვეშა მემკვიდრეობასთან და აჩვენოს, რომ აუცილებელია, ის შთამომავლობას შეუნახონ.

“ჩვენი მიზანია მულტიმედიური აპლიკაციების განვითარება, რომელიც ფართო საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მეტი გაიგოს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და უკეთ ჩასწვდეს იმ ეკოლოგიური პრობლემების არსს, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენს ზღვებს,“ – განმარტავს ფაბიო ბრუნო.

მუზეუმები სულ უფრო მეტად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა უფრო მრავალფეროვანი გამოფენები ჰქონდეთ. ტარანტოში,  სამხრეთ იტალიის ზღვისპირა  ქალაქში, წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის  ეროვნულ სამმართველოს ვეწვიეთ, რომელსაც  გამოჩენილი არქეოლოგი ბარბარა დავიდე ხელმძღვანელობს.

კორინთული თიხის ახალი კოლექცია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნით თარიღდება, ადრიატიკის ზღვაში 780 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობის დროს.

ეს ფასდაუდებელი არტეფაქტები დამცავი მინის მიღმა აწყვია, თუმცა ახლოს მდებარე ფართო ინტერაქტიული ეკრანი მნახველებს საშუალებას აძლევს, ფოტოგრამმეტრული მოდელი  ყოველი კუთხიდან დეტალურად შეისწავლონ.

“სტუმარს შეუძლია გააფართოოს ნივთის სამგანზომილებიანი ფორმა, რათა დეტალურად შეისწავლოს არტეფაქტის დამზადების ტექნოლოგია და ბიოლოგიური ორგანიზმები, რომლებმაც მასზე ზღვის ფსკერზე დების დროს დაიბუდეს,“ – ამბობს ბარბარა.

გარდა ამისა, ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ე.წ.  „სერიოზული თამაშიც“, არქეოლოგიური გათხრის სიმულაცია ვირტუალურ რეალობაში.

“ვიწყებ ზღვის ფსკერის შესწავლას. აი, აქ ვიპოვე ამფორა და ახლა შემიძლია ღილაკზე თითის დაჭერით მისი სკანირება. როდესაც წყალქვეშა კვლევის პრაქტიკა გაქვს გავლილი, თუნდაც ვირტუალურად, აქ მოსვლით უფრო მეტ სიამოვნებას იღებ და უკეთ იმახსოვრებ, რაც ნახე და ისწავლე,“ – განმარტავს ბარბარა.

ასეთ წარუშლელ შთაბეჭდილებას შეუძლია ეკომეგობრული ტურიზმის წახალისებაც. მალტაზე, ისევე როგორც სხვა ზღვისპირა რეგიონებში, ტურისტები ძირითადად ეტანებიან მაღალსართულიან სასტუმროებს, საკრუიზო გემებსა და ღამის ცხოვრებას – ხოლო ხელუხლები ბუნების მშვენიერება ხშირად მათი ყურადღების მიღმა რჩება. ბევრი ტურისტი ათავალიერებს ისტორიულ ძეგლებს, როგორიცაა, მაგალითად, 5 ათასი წლის ჰაჯარ-კიმის მეგალითური ტაძარი. ეს ღირსშესანიშნაობა ხელსაყრელია კორალოსთვის CORALLO – ევროპული პროექტისთვის, რომელსაც მალტის ოკეანის დესპანი პროფესორი ალან დეიდუნი აძლევს მიმართულებას.

ანდროიდის რობოტები, ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სხვა ინტერაქტიული მოწყობილობა მიზანმიმართულად აწყვია მნახველთა მიმღებ ცენტრში – რათა ტურისტებს ინტერესი გაუღვივოს ადგილობრივი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურიზმის მიმართ.

ალან დეიდუნი, CORALLO-ის პროექტის კოორდინატორი:

“ხმელთაშუა ზღვაზე შესაძლებელია, ისტორიისა და კულტურის გასაცნობად ჩახვიდე, მაგრამ მერე აღმოაჩენ  რომ არსებობს როგორც წყალქვეშ ისე კაიაკით გასეირნების ტური.“

ეს პროექტი მუშაობს იმ ადგილობრივ ჯგუფებთან, რომლებიც ეკომეგობრულ გასართობ ღონისძიებებს აწყობენ ზღვასა და ბუნებაში და ეძებენ გზებს, თუ როგორ დააკავშირონ ტურისტები უკეთ გარემოსთან.

კომპანია „წამო კაიაკით მალტაზე“ (‘Get Out and Kayak’) პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. მისი თანადამფუძნებელი არტურ „ტურუ“ კვინტანო ასე ფიქრობს:

“ჩვენ გვჯერა ეკოტურიზმის, ეკოსპორტის. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი იყოს ზღვაზე ისე, რომ რაც შეიძლება მცირე ნახშირბადის გამონაბოლქვი მივიღოთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ხალხს ზღვის პატივისცემა, ზღვაზე ზრუნვა.“

ეკოტურიზმის წყალობით, იმ ხედების ნახვაა შესაძლებელია, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ვერავინ იხილავს.

დანიელა „ლელა“ ბონავია, კომპანიის „წამო კაიაკით მალატზე“ თანადამფუძნებელი:

“ტურისტები მალტაზე იმიტომ ჩამოდიან, რომ ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს. აქ უამრავი გამოქვაბულია, რომლებშიც შეგვიძლია შევიდეთ.“

ამ გზით ტურისტებს შეუძლიათ პრობლემის გადაჭრაში მიიღონ მონაწილეობა და არა შექმნაში.

“გარემოს შესახებ ცნობიერების ზრდის ამ ტიპის რენესანსი ძალიან მალე არ დაიწყება. ხმელთაშუა ზღვისპირეთის სანაპირო ზოლის ნახევარზე მეტი  ბეტონის საფარქვეშაა მოქცეული. უნდა შევცვალოთ კურსი და ვეცადოთ, რომ დარჩენილი ხელუხლები ბუნება მაინც  გადავარჩინოთ,“ – ამბობს ალან დეიდუნი.

ავტორი: დენის ლოქტიე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend