მთავარიმსოფლიოოსვენციმის 13 წლის მსხვერპლის ამბავი

ოსვენციმის 13 წლის მსხვერპლის ამბავი

ნაპოვნი წიგნი ოსვენციმში მოკლულ 13 წლის ებრაელ ბიჭს ეკუთვნოდა. 80 წლის შემდეგ ის ნათესავებს დაუბრუნეს. ეს ერთადერთი შემონახული მტკიცებულებაა ბელა ენგლმანის არსებობის შესახებ. ბენციონ ენგლმანი სიკვდილის ბანაკში 1944 წელს დაიღუპა. მისი სკოლის სახელმძღვანელო იპოვა უნგრელმა ანტიკვარიატების კოლექციონერმა.

„ეს ერთადერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის ამ ქვეყნად არსებობდა. ჩვენ არ გვაქვს არც დაბადების მოწმობა, არც ფოტო, მხოლოდ ეს. არაფერი ამის გარდა“, – ჰყვება ნინა ფორმანი, ბელა ენგლმანის ნათესავი.

„ვიღაცამ ტელევიზორში გვნახა, მოუნდა უფრო მეტი გაეგო, წაიკითხა ჩვენ შესახებ, შემდეგ კი მიხვდა, რომ მათ მამას – ანტიკვარული წიგნების კოლექციონერს – შეიძლებოდა ჰქონოდა ლილის ნათესავების წიგნები“, – ამბობს დოვ ფორმანი, ლილი ებერტის შვილთაშვილი ბელას უფროსმა დამ, ლილიმ, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა.

საკუთარი ოჯახის ისტორიის შესწავლა სამი წლის წინ დაიწყო. მას შვილიშვილი დოვაც ეხმარება. ტვიტერზე გამოქვეყნებული ვირუსული პოსტის დამსახურებით მოხერხდა იმ ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის პოვნა, რომელმაც ლილი 1945 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლა. ლილისთვის ვირტუალური შეხვედრა მოაწყვეს ჯარისკაცის შვილებთან.

ამ ამბავმა მედიებიც დააინტერესა. 1945 წლის ვიდეოც კი აღმოაჩინეს, რომელზეც ახალგაზრდა ლილი ფიგურირებს გათავისუფლების შემდეგ.

„ვფიქრობ თუ თქვენ მეტყოდით რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ძალიან ბევრს ვიცინებდი და ამას არაფრით დავიჯერებდი“ , – ვერ მალავს ემოციებს დოვ ფორმანი, ლილი ებერტის შვილთაშვილი.

დიდი ბებიის შესახებ მტკიცებულებების ძიებამ დოვა უნგრეთში ჩაიყვანა. საზოგადოების ყურადღების გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წიგნს იპოვიდნენ. „შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ დღეს აქ ერთმანეთს ვხვდებით, რომ წიგნი გადმომცეთ. ეს სიგიჟეა…“, – ეუბნება დოვ ფორმანი კოლექციონერ ჟოლტ ბრაუერს.

თავად კოლექციონერმა კი შეხვედრისას მას უთხრა: „ეს საოცრებაა რომ წიგნი გადარჩა და ბედნიერი ვარ რომ მას ლილის ვჩუქნით“ ლონდონში დაბრუნებისას, დოვმა სკოლის სახელმძღვანელო ლილის გადასცა. ის უკვე 99 წლისაა. ის გადის ოპერაციის შემდგომ  რეაბილიტაციას ადგილობრივ საავადმყოფოში. „ებრაელი ხალხისთვის ეს არ შეიძლებოდა დასასრული ყოფილიყო“, – ამბობს ლილი ებერტი, ბელა ენგლმანის უფროსი და დოვი, რომელსაც მისი დიდი ბებიის, ლილის  უფროსი ძმისა და უმცროსი დების ფოტოები უკვე აქვს, ახლა ოცნებობს ბელას ფოტოს პოვნაზე, იმისათვის, რომ საოჯახო კოლექციაში დაამატოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend